ფეხბურთი

22:22 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება

სომხეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს არტურ პეტროსოანი აღარ გაწვრთნის. როგორც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფედერაციის პრეზიდენტმა რუბენ აირაპეტიანმა და არტურ პეტროსიანმა გუნდის ასპარეზობაზე ისაუბრეს და საბოლოოდ არტურმა თანამდებობა დატოვა. ნაკრების ახალი ხელმძღვანელის ვინაობა კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

პეტროსიანმა ნაკრები 2016 წლის ნოემბერში ჩაიბარა და მას შემდეგ მისმა გუნდმა 12 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ხუთი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და ხუთ დაპირისპირებაში დამარცხდა. სომხეთი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მეხუთე ადგილზე გავიდა და ყაზახეთს გაასწრო. ერთა ლიგაზე საქართველოს მეზობელი ქვეყნის მოწინააღმდეგეები ლიხტენშტეინი, მაკედონია და გიბრალტარი იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16179