ფეხბურთი

19:00 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რემსი დაასახელეს

უელსის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ცენტრალური ნახევარმცველი აარონს რემსი გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 27 წლის მოთამაშემ ხმების 70% მიიღო.

რემსიმ მოსკოვის ცსკა-თან მოგებულ (4:1) მეოთხედფინალურ შეხვედრაში სამჯერ დაარტყა კარში და ორი გოლი გაიტანა. აარონი ევროპა ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. გამოკითხვაში მეორე ადგილზე ანტუან გრიზმანი (17%) გავიდა, ხოლო მესამეზე - ტიმო ვერნერი (7%).

0.151485