კალათბურთი

11:24 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 5 ქულა და მარცხი “ინდიანასთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” გასვლაზე “ინდიანასთან” 126:106 დამარცხდა. ზაზა სასტარტო 5-ეულში არ იმყოფებოდა და პარკეტზე მხოლოდ 7 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 5 ქულა და 1 მოხსნა შესძინა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “გოლდენ სტეიტმა” ვერც ერთი პერიოდის მოგება ვერ მოახერხა. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა ბოიან ბოგდანოვიჩმა ჩააგდო. “გოლდენ სტეიტში” 27 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 57 მოგებით და 22 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. მომდვნო შეხვედრაში “მეომრები” “ნიუ ორლეანს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 8 აპრილს თბილისის დროით 04:30 საათზეა ჩანიშნული.

0.106342