ფეხბურთი

2:08 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" და კარლო ანჩელოტი ისევ ერთად?

ტურინის “იუვენტუსმა” შესაძლოა ზაფხულში მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის “რეალთან” მტკივნეული მარცხის შემდეგ იტალიური მედია არ გამორიცხავს, რომ მასიმილიანო ალეგრის ზაფხულში კარისკენ მიუთითონ (სერია A-ს და იტალიის თასის მოგების შემთხვევაშიც).

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონის” ბოსებს უკვე შეგულებული ჰყავთ მასიმილიანოს შემცვლელი – კარლო ანჩელოტი. 58 წლის სპეციალისტი გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული უმუშევარია და შესაბამისად, ზაფხულში ახალ სამსახურში მისი გამოჩენა მართლაც რეალურია. ანჩელოტის “იუვეს” გარდა, იტალიის ნაკრებსაც უკავშირებენ, მაგრამ წყაროს ცნობით, ტურინულ გუნდის ჩაბარება უფრო შესაძლებელია. აქვე გეტყვით, რომ კარლო ანჩელოტი 1999-2001 წლებში უკვე მუშაობდა ტურინულ გრანდში, მაგრამ უტიტულოდ. მისი ფორმაციის "იუვემ" ზედიზედ ორჯერ იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიაკავა, ჯერ "ლაციოს" ჩამორჩა, შემდეგ კი "რომას".

თავის მხრივ, ალეგრის “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და მისი თქმით, მანამდე არსად წასვლას არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ 50 წლის სპეციალისტს აქტიურად პსჟ-ს უკავშირებენ.

მასიმილიანო ალეგრი ტურინის “იუვენტუსში” 2014 წლის ივლისიდან მუშაობს. დღემდე “ბიანკონერის” სამჯერ სკუდეტო, ამდენჯერვე იტალიის და ერთხელ იტალიის სუპერთასი მოაგებინა. ამასთან, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. ალეგრი და “იუვენტუსი” ზედიზედ მეოთხე სკუდეტოსთან და იტალიის თასთან ძალიან ახლოს არიან, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის მაქსიმუმი მიმდინარე სეზონში დიდი ალბათობით, მეოთხედფინალი იქნება.

0.115017