ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ბოლო მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" "სამტრედია" მიიღო და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი სტუმართა კარში ლევან კუტალიას გადაცემის შემდეგ ბექა ტუღუშმა გაიტანა.
მიმდინარე სეზონში კახა ჩხეტიანის გუნდმა მესამე გამარჯვება მოიპოვა და ცხრა ქულით მეოთხე პოზიციზე იმყოფება. "სამტრედია" კი წარუმატებელ თამაშს აგრძელებს და ხუთი თამაშის შემდეგ მხოლოდ სამი ქულა აქვს, უჩა სოსიაშვილის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სოსიაშვილი აზრზე თუა საერთოდ რას აკეთებს ასეთი შემადგენლობა ყავს სამტრედიას და ხუთ ტირში ერთი მოგება ცუდი შედეგია ძალიან....
წინ ტორპედო კარგია გილოცავთ ბიჭებო
ცვლილებებია საჭირო სამტრედიის სამწვრთნელო შტაბში.
როგორც ჩანს სამტრედიის მწვრთნელთა შტაბი აშკარად ვერ ართმევს თავს, თორემ ასეთი შემადგენლობით ასე არ უნდა ფარჩაკდებოდეს გუნდი.
ნუ, ისეთი ჩემპონატი გვაქვს ვისი ხე ვის ეზოში დგას ვერ გაიგებ