ფეხბურთი

21:20 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გატუზომ "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "როსონერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ჯენარომ გუნდი ვინჩენცო მონტელას გათავისუფლების შემდეგ 27 ნოემბერს ჩაიბარა. მას შემდეგ გატუზოს შეგირდებმა 25 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 14 მოიგეს, ხუთი ფრედ დაასრულეს, ხოლო ექვს დაპირისირებაში დამარცხდნენ.

40 წლის მწვრთნელის ხელმძღვანელობის დროს "მილანი" ევროპა ლიგას მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა, ხოლო იტალიის ჩემპიონატში სამი შეხვედრა წააგო. "როსონერი" 30 ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზე 51 ქულით იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ, მეოთხეადგილოსან "ინტერს" რვა ქულით ჩამორჩება.

0.138526