ფეხბურთი

16:41 | 5.04.2018 | ნანახია 3288 - ჯერ

ლევან მჭედლიძე დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. “ემპოლის” ოფიციალურმა ვებგვერდმა “სპეციასთან” გასამართი მატჩისწინა ვარჯიშის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩვენებური ფეხბურთელიცაა ასახული.

ლევანმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა, მაგრამ მოხვდება თუ არა, სამატჩო განაცხადში ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძემ ტრავმა ზუსტად 1 წლის წინ, “მილანთან” მატჩში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.

ქართველ ფორვარდს ტოსკანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებისთვის სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს, რადგან “ემპოლის” შეტევის ხაზი ჩინებულად გამოიყურება – ფრანჩესკო კაპუტოს 32 მატჩში 23, ალფრედო დონარუმას 30 შეხვედრაში 18, ხოლო ალეხანდრო როდრიგესს 5 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. “ემპოლი” კი სერია B-ს 66 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:15 | 06.04.2018
akaki (1214)

Arada wels ro etamasha darwmunebuli var qveda ligashi levansac kargi shrdegebi eqneboda da karg formashi iqneboda... ra ubedureba gvchirs ra exla kide gauchirdeba adgilis damkvidreba tan Sezonic mtavrdeba

04:46 | 06.04.2018
ogafa (10211)

კარგია ათამაშდეს

18:32 | 05.04.2018
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

17:32 | 05.04.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

ფუი ეშმაკს, თვალი გამექცა და აშკარად ამდგარი აქვს ფოტოზე
ეტყობა თამაშს მაგრად არის მოწყურებული

17:30 | 05.04.2018
თორღვა პანკელი (1138)

ლევანი აუცილებლად უნდა შევიდეს კარგ ფორმაში, იმედია ყველაფერი კარგად იქნება, წარმატებები ლევან.

0.128643