ფეხბურთი

12:41 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 90 წუთი”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის თქმით ლივერპულთან მარცხი (3:0) რთული აღმოსაფხვრელი იქნება, თუმცა აღნიშნავს, რომ განმეორებით მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

“დასაწყისში ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა მერე უპასუხო გოლები მივიღეთ. მეორე ტაიმში ჩვენი მთავარი მიზანი შეცდომების გამოსწორება იყო და ეს გამოგვივიდა კიდეც, თუმცა გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ამ თამაშის შემობრუნება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 90 წუთი”, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულს” შორის 10 აპრილს გაიმართება.

0.118751