ფეხბურთი

14:26 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" გატუზოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

იტალიური “მილანი” დღეს ჯენარო გატუზოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.

“როსონერის” ხელმძღვანელობას გატუზოს მუშაობა აკმაყოფილებს და მზად არიან თანამშრომლობა 2021 წლამდე გაუხანგრძლივონ.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის იტალიელმა სპეციალისტმა “შავ-წითლები” გასული წლის შემოდგომაზე ჩაიბარა და ამ ეტაპზე სერია A-ს ცხრილში მის მიერ გაწვრთნილი გუნდი მე-6 პოზიციაზეა. “მილანს” ლიგის ზონამდე 8 ქულა აშორებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109571