იტალიური "რომას" მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ "ბარსელონასთან" (1:4) მარცხი შეაფასა. იტალიელი სპეციალისტი მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა და ჰოლანდიელი დანი მაკელიე გააკრიტიკა.
"ბარსელონა" ისედაც ძლიერია და მსაჯების დახმარება არ სჭირდება. მეტოქეს გამარჯვებაში დავეხმარეთ ჩვენც და მსაჯიც. ბიჭებზე ვერაფერს ვიტყვი, მათ ყველაფერი გააკეთეს. საგოლე მომენტები გვქონდა, რომელიც "ბარსას" წინააღმდეგ უნდა გამოიყენო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. გოლები კი, განსხვავებულ, უწყინარ სიტუაციებში გავუშვით. უფრო მეტი კონცენტრაცია რომ გამოგვეჩინა, ასეთ მარცხს არ განვიცდიდით", - აღნიშნა დი ფრანჩესკომ.
"რომასა" და "ბარსელონას" საპასუხო მატჩი 10 აპრილს, იტალიის დედაქალაქში გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უნამუსო ვინმე ეს კაცი, ავტოგოლები არ უნდა ჩაეთვალა მსაჟ თუ რა ექნა?
პრესკონფერენციამდე მოასწარი რამდენი "ნაპასის" დარტყმა, მაიმუნო? :დდ
ახლა 4-1 რომ მოიგოს რომამ სახლში რომა გაავა ალბათ ხომ? გუშინ სამი გოლი რომაელებმა გაიტანეს და 2 ბარსამ გაიტანა ეს უპირატესობას არ ანიჭებს?
ამას მოგნი სათვალე უკუღმა ეკეთა მსაჯი და თავის ფეხბურთელები ვერ გაურჩევია

დე როსის და მანოლასის კლიჩკა მსაჯია თუ რა ხდება.DD
მანოლასმა საერთოდ პირველი მცდელობით რო ძელს მოარტყა, დაამატა და ისე გაიტანა. თამაში არ მინახავს, პრემიერლიგას ვეჯექი, მაგრამ გოლები ვნახე და 2 ასეტი ავტოგოლი, პლუს სუარესსაც ფაქტიურად ამათ გაატანინეს და მსაჯს რაღა უნდა ექნა ისეთი, მაგას დაბრალდეს რამე
მსაჯები კი არა დე როსი და მანოლასი იყვნენ ეგენი გადაახვიე
მსაჯები რომ არა რომა მოიგებდა. დაღუპეს რომა არადა ლიგის მოგების ფავორიტები იყვნენ. მსაჯების გინებას შენ ფეხბურთელებს აგინე