ფეხბურთი

10:59 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მონსტრი კრიშტიანუ, კლოპისგან დატუქსული პეპი და "იუვეს" საშინაო ფიასკო

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს, მიღწევებს, რეკორდებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ერთ გვერდზე:

0 – “მანჩესტერ სიტიმ” მატჩი კარში დარტყმის გარეშე 2016 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ პირველად დაასრულა (“მანჩესტერთან” ინგლისის ლიგის თასზე).

30 – ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგაზე მშრალი სერია შეწყვიტა და 30 უშედეგო დარტყმის შემდეგ გოლი გაიტანა.

2 – “რომა” პირველი გუნდია 2015 წლის შემდეგ, რომელმაც ერთ მატჩში ორი ავტოგოლი გაიტანა. ბოლოს ასეთი რამ “გალათასარაი” – “ასტანას” მატჩში მოხდა. საერთოდ კი, ჩემპიონთა ლიგას ასეთი შემთხვევა ოთხჯერ ახსოვს.

5 – “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირები მიმდინარე სეზონში:

ლიონელ მესი – 6 გოლი

ავტოგოლები – 5 გოლი

7 – ჯეიმს მილნერი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 7 საგოლე პასი გააკეთა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 7, 2012-2013

ნეიმარი – 8, 2016-2017

ჯეიმს მილნერი – 7, 2017-2018

30 – “ლივერპულმა” მიმდინარე სეზონში 30 გოლი გაიტანა და თავისი რეკორდი დაამხო. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი 2007-2008 წლების სეზონში 29 გოლი გახლდათ.

8 – მოჰამედ სალაჰმა რვა გოლში მიიღო მონაწილეობა (7 გოლი, 1 პასი).

21 – ანდრეს ინიესტამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 21-ე მატჩი ჩაატარა. ამ ეტაპზე ამაზე მეტჯერ არავის უთამაშია. ინიესტა ჩავისა და რაიან გიგზს გაუთანაბრდა.

15 – “ლივერპულს” ევროტურნირებზე “ენფილდ როუდზე” 15 მატჩია არ წაუგია (10 მოგება, 5 ფრე). ბოლოს ასეთი რამ 2014 წლის ოქტომბერში, “რეალთან” მოხდა (0:3).

100% - ისკო ალარკონმა “იუვენტუსთან” 54 პასი შეასრულა და ყველა ზუსტი აღმოჩნდა. ის იყო ერთადერთი, რომელმაც მატჩი 100%-იანი მაჩვენებლით დაასრულა.

12 – იუპ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-12 თამაში მოიგო და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

3 – “იუვენტუსმა” 2011 წლის შემდეგ, ანუ, როდესაც ახალ სტადიოზე გადავიდა, საშინაო კედლებში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.

9/10 – კრიშტიანუ რონალდუმ ბუფონს ბოლო 10 დარტყმიდან, რომელიც კარში წავიდა, 9 გოლი გაუტანა.

3 – “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში საკუთარ მოედანზე სამი გოლი ისტორიაში მეორედ გაუშვა. პირველად ეს 1999 წელს, ნახევარფინალში “მანჩესტერთან” მოხდა (2:3).

9 – კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსის” კარში 9 გოლი აქვს გატანილი და ზუსტად ასეთივე შედეგი მხოლოდ “ბაიერნთან” აქვს. ლიონელ მესის კი, “არსენალთან”. ლიგაზე ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

2:47 – კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მისი კარიერის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.

13 – “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 13 საგარეო მატჩში გაუშვა მინიმუმ ერთი გოლი და ეს მისთვის ყველაზე ცუდი შედეგია.

38 – კრიშტიანუ რონალდუმ ყველა ტურნირის ჩათვლით 38 გოლი გაიტანა და ტოპ 5 ჩემპიონატში ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

10 – კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 10 მატჩში გაიტანა გოლი (15 გოლი).

21 – კრიშტიანუ რონალდუს მეოთხედფინალში 21 გოლი აქვს გატანილი და ზუსტად ასეთი შედეგი აქვს ამავე ეტაპზე ტურინის “იუვენტუსს”.

6 – იურგენ კლოპი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც პეპ გვარდიოლას 6 მატჩში აჯობა (13 თამაშიდან).

50 – მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ევროთასებზე 50-ე, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მე-40 თამაში ჩაატარა.

392 – ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლი 392 დღის შემდეგ გაიტანა (პსჟ-სთან).

5 – “ბარსელონას” სასარგებლოდ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5 ავტოგოლი გავიდა. ეს რეკორდია.

5 – ედინ ჯეკო “რომას” პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში 5 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე.

2013 – “იუვენტუსმა” ევროტურნირებზე 2013 წლის აპრილის შემდეგ პირველად წააგო საშინაო მატჩი (16 მოგება, 11 ფრე).

0.061111