ფეხბურთი

21:10 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი რონალდუს: "ახლა 40 მეტრიდან გაიტანე"

ლოს ანჯელეს “გალაქსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კრიშტიანუ რონალდუს ულამაზეს გოლს გამოეხმაურა. შვედი ფეხბურთელის განცხადებით, პორტუგალიელმა იგივე 40 მეტრიდანაც უნდა გააკეთოს.

“კარგი გოლი გაიტანა, მაგრამ ახლა 40 მეტრიდან გააკეთოს იგივე”, - თქვა ზლატანმა.

ამ განცხადებით, იბრაჰიმოვიჩმა ცალსახად მიანიშნა მის მიერ გატანილ გოლზე, რომელიც ინგლისის ნაკრებს გაუტანა ასევე “მაკრატელა” დარტყმით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115923