ფეხბურთი

22:10 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალტორი “ბრაიტონში” რჩება

ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ბრუნო სალტორმა, “ბრაიტონთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა. “თოლიების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 37 წლის კაპიტანი ინგლისურ კლუბში მომავალი სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ბრუნო 2009-2012 წლებში “ვალენსიას” ღირსებას იცავდა, სადაც 80 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა. 2012 წელს კი “ბრაიტონს” მიაშურა, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში პრემიერლიგაში აღზევდა. მან 6 სეზონის განმავლობაში “თოლიების” მაისური 213-ჯერ მოირგო და 6 გოლი გაიტანა.

სალტორმა მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134364