საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმირ ვაისი შეგირდებს 26 მაისიდან ავსტრიის დაბა ბედ ჰარინგში შეკრებს, სადაც გუნდი საწვრთნელი პროცესის ძირითად ეტაპს გაივლის.
ეროვნული ნაკრები 1 ივნისს ავსტრიაში ამხანაგურ მატჩში მალტას შეხვდება, მერე კი ლუქსემბურგში გადაინაცვლებს და 5 ივნისს, მეორე ამხანაგურ შეხვედრას ლუქსემბურგის ნაკრებთან ჩაატარებს.
უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება მიმდინარე წლის 6 სექტემბერს იწყება. ერთა ლიგის გათამაშება ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრების მატჩით გაიხსნება.