ფეხბურთი

17:16 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

300 ათასი კვირაში, “ჩელსი” აზარის დაყოლიებას ცდილობს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობას მადრიდის “რეალის” მხრიდან ედენ აზარის მიმართ ინტერესი აშფოთებს და მზადაა, ბელგიელ ნახევარმცველს ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაუზარდოს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, “არისტოკრატები” აზარის ახალ კონტრაქტზე დაყოლიებას ცდილობენ, რომლის თანახმად, ფეხბურთელის ყოველკვირეული ანაზღაურება 300 ათასი გირვანქა სტერლინგი გახდება. ბელგიელი ამჟამად კვირაში 200 ათასს გამოიმუშავებს.

მიმდინარე სეზონში ედენ აზარმა პრემიერლიგის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა.

0.119983