ფეხბურთი

13:11 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ - გოლი ყოველ ერთ საათში

მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა (VIDEO) და სტატისტიკოსებიც მისი შედეგების განახლებას შეუდგნენ. მას ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით:

პორტუგალიელმა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მისი გუნდის მიერ განხორციელებული საგოლე შეტევების 80 პროცენტში მიიღო მონაწილეობა. “რეალის” ანგარიშზე “იუვენტუსთან” მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის (3:0) შემდეგ 25 გოლი ირიცხება, რომელთაგან 14 კრიშტიანუმ თავად გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, 3-ჯერ კი მისი პასის შემდეგ გაკეთდა საგოლე გადაცემა. საგოლე კომბინაციებში მონაწილეობის პროცენტული მაჩვენებლით მეორე ადგილზე ლიონელ მესია, რომელმაც “ბარსელონას” საგოლე შეტევების 69 პროცენტში დაიდო წილი.

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე ნაკლებ დროს ხარჯავს გოლის გატანაზე (საშუალოდ 61 წუთში 1 გოლი). ამ მხრივ მეორე ადგილზე “სევილიას” ფორვარდი ვისამ ბენ იედერია (75 წუთი).

ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში პორტუგალიელი კარისკენ დარტყმების რაოდენობით თითქმის ორჯერ აღემატება უახლოეს მდევრებს. რონალდუს ანგარიშზე 62 დარტყმაა, მეორე ადგილზე “იუვენტუსის” შემტევი პაულო დიბალაა (33), მესამეზე ლიონელ მესი (32).

0.118472