ფეხბურთი

11:48 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები წლის პირველ მატჩს დღეს გამართავს (+VIDEO)

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, წლის სადებიუტო მატჩს გამართავს. მეტოქე - ინგლისის ნაკრებია. ეს გუნდები ერთმანეთს 5 აპრილსაც დაუპირისპირდებიან და ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. თამაშებზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნულ ნაკრებს უახლოეს ამხანაგურ შეხვედრებში ორი ნატურალიზებული ბრაზილიელი ფეხბურთელი დაეხმარება. და მატა ფეიტოსა თალესი სერბეთის ჩემპიონი კლუბის „ეკონომაცის“ წევრია, სიმი საიოტი კი რუსულ კლუბ „სიბირიაკში“ თამაშობს.

რამდენიმე მოთამაშე გუნდს ტრავმის გამო დააკლდება. გუშინ გამართულ ვარჯიშზე ზვიად კუპატაძემ ინდივიდუალურად ივარჯიშა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა,რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი,თბილისი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი,თბილისი), დავით კეფაშვილი (იმპერიალ ვეტ, რუმინეთი)

წინა ხაზი: სიმი საიოტი (სიბირიაკი,რუსეთი), და მატა ფეიტოსა (ეკონომაცი,სერბეთი), კახა მაისაია (თელასი,თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი), ლევან კობაიძე (აგორა,თბილისი), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა,მალტა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა),ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში,ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში,ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი).

აქვე შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ნაკრების გუშინდელი ვარჯიშის ამსახველი ვიდეო და კომენტარები, რომელიც სფფ-ის პრესსამსახურის მიერაა მომზადებული.

საქართველო-ინგლისის დღევანდელი მატჩის ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

0.103334