ფეხბურთი

3:59 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ეს ჩემს კარიერაში პირველად მოხდა, მადლობა იუვეს" გულშემატკივრებს"

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. პორტუგალიელის თქმით, ის, რაც ტურინში მოხდა, ეს მის კარიერაში პირველი იყო.

“ძალიან ბედნიერი ვარ, ეს იყო განსაკუთრებული გოლი. მადლობა “იუვენტუსის” გულშემატკივარს ოვაციისთვის. ჩემს კარიერაში არასდროს მომხდარა, რომ მეტოქე გუნდის ქომაგებმა ტაში დამიკრეს. შესანიშნავი იყო აპლოდისმენტების მოსმენა”, - განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, “რეალმა” “იუვენტუსი” 3:0 დაამარცხა, ხოლო კრიშტიანუმ დუბლი გაიფორმა. მეორე გოლი პორტუგალიელმა ულამაზეს სტილში გაიტანა და “იუვენტუსის” გულშემატკივრები მას ფეხზე წამოუდგნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125649