ფეხბურთი

3:17 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მკვლელი კრიშტიანუ...

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კრიშტიანუ რონალდუს ლიონელ მესის, პელესა და დიეგო მარადონას გვერდზე აყენებს. ასე შეაფასა გამოცდილმა კიპერმა პორტუგალიელი ფეხბურთელის თამაში “იუვენტუსის” წინააღმდეგ.

“კრიშტიანუ რონალდუ ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, რომელიც პელეს, მესისა და მარადონას შეედრება. მას შეუძლია მათ რიგებში ჩაეწეროს, მისი შედეგებით და ტიტულებით.

როდესაც შენს წინ დგანან ადამიანები, რომლებსაც 10 წელიწადში 500 გოლი აქვთ გატანილი, ადვილი არაა სწორი არჩევანის გაკეთება. დიდი სინანული და მწუხარებაა, რადგან ვერ გავალთ შემდეგ ეტაპზე, მაგრამ, როდესაც ასეთი ოპონენტი გყავს, უბრალოდ, ობიექტურად უნდა აღიარო, რომ ის ძლიერია”, - განაცხადა ბუფონმა.

კრიშტიანუ რონალდუს მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა ანდრეა ბარძალიმაც:

“რონალდუ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ალბათ, საჯარიმოში ყველაზე ძლიერიც. ასეთი მოთამაშეები არასდროს სცდებიან. საკმარისია შევხედოთ მის სტატისტიკას. ის უბრალოდ მკვლელია, რომელსაც განაჩენი გამოაქვს.

ჩვენ სამწუხაროდ რამდენიმე შეცდომა დავუშვით. მათ შორის, მე – პირველი გოლის დროს”, - აღნიშნა ბარძალიმ.

შეგახსენებთ, “რეალმა” “იუვენტუსი” 3:0 დაამარცხა, ხოლო კრიშტიანუმ დუბლი გაიფორმა და საგოლე პასიხ გააკეთა.

0.114547