ფეხბურთი

11:25 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგური ეშხი ჩემპიონთა ლიგაზე

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ინგლისური დერბი გველოდება – “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტის” მიიღებს. ბუნებრივია, ამ მატჩისადმი ინტერესი ძალზე დიდია და გულშემატკივარი საინტერესო, სანახაობრივ ფეხბურთს ელის.

პეპ გვარდიოლას გუნდის შანსი აღნიშნულ წყვილში უფრო ფასობს, რადგან მიმდინარე სეზონის განვლილი ნაწილი გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარა. მეტიც, პრემიერლიგაში ჩემპიონობა ფაქტობრივად განაღდებული აქვს და ინგლისის ლიგის თასი უკვე მოიგო. შესაბამისად, “სიტის” ახლა თავისუფლად შეუძლია მთელი კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგაზე მიმართოს. თავის მხრივ, არც “ლივერპულს” აქვს დასაკარგი არაფერი. იურგენ კლოპის გუნდისთვისაც ლიგა ის ტურნირია, სადაც წარმატების მიღეწევა შეუძლია.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს მატიპი, კლავანი, გომესი, ლალანა და ვუნდბერნი დააკლდებიან, ხოლო სტუმართა დანაკლისი უფრო მოკლე (რაოდენობრივად), მაგრამ უფრო სერიოზულია – სერხიო აგუერო, მენდი და სტოუნსი მოედანზე ვერ გავლენ.

ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი დაძაბულ და რთულ მატჩებს ელოდებიან. კლოპის განცხადებით, “სიტი” ევროპაში გამორჩეულია, ხოლო გვარდიოლა მიიჩნევს, რომ “ლივერპულის” დამარცხება ადვილი არ იქნება.

იურგენ კლოპი ("ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი): “ლივერპულმა” საუკეთესო ფეხბურთელი უნდა აჩვენოს. ეს იქნება დიდი მატჩი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის წინააღმდეგ. შეგვიძლია გამარჯვება, მაგრამ რთული იქნება. ჩვენ გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება დიდი გზა გავიაღო. “სიტი” განსაკუთრებული გუნდია, მაგრამ “ლივერპულიც” კარგ პოზიციაში იმყოფება”.

პეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი): “ყველა საუბრობს, რომ რთული იქნება “ლივერპულისთვის”, მაგრამ იგივეს თქმა შეგვიძლია “ბარსელონაზე”, “ბაიერნზე” ან “სევილიაზე”. მეოთხედფინალში მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან დაპირისპირებას უნდა ელოდებოდე. “ლივერპულთან” შესანიშნავი თამაში გველოდება. მჯერა, რომ გამარჯვებისთვის საუკეთესო გზას ავირჩევთ ისევე, როგორც ამას ვაკეთებდით მთელი სეზონის განამვლობაში”.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

4 აპრილი, 22:45 საათი

“ლივერპული” (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი, ჰენდერსონი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი; სალაჰი, ფირმინო, მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“მანჩესტერ სიტი” (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, ოტამენდი, კომპანი, ლაპორტე; დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა; სტერლინგი, გაბრიელ ჟესუსი, სანე

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

“სიტი” ისტორიაში მეორედ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ხოლო “ლივერპული” ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველად.

ეს იქნება უეფას ტურნირებში ინგლისური გუნდების მე-17 დაპირისპირება. აქედან ათჯერ “ლივერპულს” მოუწია ალბიონურ გუნდებთან თამააში.

ინგლისურ გუნდებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში საშინაო მატჩი არ მოუგიათ 2017 წლის შემდეგ, როდესაც “ლესტერმა” “სევილია” 2:0 დამარცხა.

ურთიერთშეხვედრები

ევროსარბიელზე “ლივერპული” და “სიტი” ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ ბუნებრივია მათთვის ერთმანეთი უცხო არაა. ინგლისში 178 თამაში მიითვალეს, “ლივერპულმა” 87 მოიგო, “სიტიმ” 45, ხოლო 46 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

2017 წლის 9 სექტემბერს, “ქალაქელებმა” შინ 5:0 გაანადგურეს “ლივერპული”, ხოლო 2018 წლის 14 იანვარს, იურგენ კლოპის გუნდმა შინ 4:3 გაიმარჯვა.

ეს იქნება მესამე დაპირისპირება საპლეი-ოფო სტადიაზე ამ გუნდებს შორის. 1980-1981 წლების სეზონში “ლივერპულმა” ინგლისის თასზე 2:1 მოიგო, ხოლო 2011-2012 წლების სეზონში მერსისაიდელებმა ისევ იმძლავრეს (3:2). ორივე შემთხვევაში ინგლისის თასს “ლივერპული” დაეუფლა.

სტატისტიკა

“ლივერპული”

“ლივერპულს” მეოთხედფინალში 13-ჯერ უთამაშია და 9-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა.

“ლივერპულს” ევროტურნირებზე ინგლსიურ გუნდებთან პლეი-ოფში რვაჯერ უთამაშია და ხუთჯერ შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. ბოლოს ასეთი რამ 2015-2016 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე მოხდა, როდესაც კლოპის გუნდმა “მანჩესტერი” ორი მატჩის ჯამში დაამარცხა (2:0, 1:1).

უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე (თასზე) კი პლეი-ოფში მერსისაიდელების გზა ექვსჯერ გადაიკვეთა ალბიონელებთან. პირველად ეს 1978-1979 წლების სეზონში მოხდა, როდესაც “ნოტინგემ ფორესტთან” დამარცხდა (0:2, 0:0).

“ლივერპული” ინგლისურ გუნდებთან ჩემპიონთა ლიგაზე (მონაცემებში არაა შუსული ჩემპიონთა თასი):

2004-2005, ნახევარფინალი, “ჩელსი” 1:0 (0:0, 1:0)

2006-2007, ნახევარფინალი, “ჩელსი” 4:1 პენალტების სერიაში (0:1, 1:0)

2007-2008, მეოთხედფინალი, “არსენალი” 5:3 (1:1, 4:2)

2007-2008, ნახევარფინალი, “ჩელსი” 3:4 (1:1, 2:3 დამატებითი დრო)

2008-2009, მეოთხედფინალი, “ჩელსი” 5:7 (1:3, 4:4)

“ლივერპულს” ასევე უთამაშია 2005-2006 წლების სეზონში “ჩელსისთან” ჯგუფურ ეტაპზე და ორივე მატჩი უგოლოდ დასრულდა.

“ლივერპულის” ბალანსი ევროსარბიელზე ინგლისურ გუნდებთან ასეთია: 5 მოგება, 8 ფრე, 5 წაგება (შინ: 5 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება).

იურგენ კლოპის გუნდი მიმდინარე სეზონში “ენფილდ როუდზე” დაუმარცხებელია. “სევილიასთან” (2:2) და “პორტუსთან” (0:0) ფრეებს გამორჩა, ხოლო “მარიბორი” 3:0 და “სპარტაკი” 7:0 დაამარცხა.

“ლივერპული” “ენფილდზე” ზედიზედ 14 შეხვედრაა არ დამარცხებულა (ევროსარბიელზე). ბოლოს ეს 2014 წლის 22 ოქტომბერს მოხდა, როდესაც “რეალთან” 0:3 წააგო.

“მანჩესტერ სიტი”

“სიტისთვის” ეს მეორე მეოთხედფინალი იქნება. “ქალაქელებმა” ორი წლის პსჟ-ს აჯობეს ორი მატჩის ჯამში 3:2 (2:2, 1:0).

“სიტის” ევროსარბიელზე ინგლისურ გუნდებთან ერთადერთხელ უთამაშია. 1970-1971 წლების სეზონში, თასების თასის ნახევარფინალში შინ “ჩელსისთან” 0:1 წააგო.

“სიტის” ოთხი საგარეო მატჩიდან სამი მოგებული აქვს მიმდინარე სეზონში. დაამარცხა “ფეიენოორდი”, “ნაპოლი” და “ბაზელი”, ხოლო “შახტართან” დამარცხდა. ბოლო 11 საგარეო შეხვედრიდან კი მხოლოდ 4 აქვს მოგებული (3 ფრე, 4 წაგება).

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპის ურთიერთდაპირისპირება რვაჯერ შედგა 2013-2015 წლებში, როდესაც ორივე გერმანიაში მუშაობდა. გვარდიოლამ 4 თამაში მოიგო, კლოპმა სამი, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა. მას შემდეგ, რაც ინგლისში გადავიდნენ, “ლივერპულმა” შინ ყველა თამაში მოუგო “სიტის” (2 მატჩი), ხოლო გვარდიოლამ ერთხელ იმარჯვა, ერთხელაც ფრე დაფიქსირდა.

2012-2013 წლების სეზონში კლოპის “დორტმუნდმა” “სიტი” ევროპა ლიგაზე დაამარცხა. გერმანიაში 1:0 და ინგლისში (1:1).

კლოპის “დორტმუნდში” ილქაი გუნდოგანს ბუნდესლიგის ეგიდით 80 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2012 წელს გერმანიის ჩემპიონიც გახდა. 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

რაჰიმ სტერლინგმა 2012-2015 წლებში “ლივერპულის” მაისურით 95 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

ჯეიმს მილნერი “სიტიში” 2010-2015 წლებში თამაშობდა. ჩაატარა 147 მატჩი პრემიერლიგაში და გაიტანა 13 გოლი. 2012 და 2014 წლებში ინგლისის ჩემპიონი გახდა, 2011 წელს ასოციაციის თასი მოიგო, 2014 წელს ინგლისის ლიგის თასი.

თანაგუნდელები ეროვნული ნაკრებებში:

ჯორდან ჰენდერსონი, ადამ ლალანა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ნათანიელ კლაინი, დომინიკ სოლანკე, ჯო გომესი და კაილ უოლკერი, ჯონ სტოუნსი, ფაბიან დელფი, რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი)

სიმონ მინიოლე და ვინსენ კომპანი, კევინ დე ბრუინი (ბელგია)

რობერტო ფირმინო და ედერსონი, დანილო, ფერნანდინიო, გაბრიელ ჟესუსი (ბრაზილია)

ემრე ჯანი და ილქაი გუნდოგანი, ლეროი სანე (გერმანია)

ალბერტო მორენო და დავიდ სილვა (ესპანეთი)

ერთად უთამაშიათ:

ჯეიმს მილნერი და ფაბიან დელფი (“ასტონ ვილა” 2009-2010).

0.117967