სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:08 | 4.04.2018 | ნანახია 4119 - ჯერ

აპლოდისმენტები - მეფე მოდის! (+VIDEO)

ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ! კრიშტიანუ რონალდუს თამაში უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ აბსოლუტურად სცდებოდა ადამიანურ შესაძლებლობებს.

ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ პორტუგალიელს მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტებით აჯილდოვებდა. ეს იყო “იუვენტუსი” – “რეალის” მატჩის მთელი მიმოხილვა...

“ბებერმა ქალბატონმა” “სამეფო კლუბს” რევანში შარშანდელი ფინალის გამო ვერ აუღო. მაგას ვინ ჩივის, კიდევ ერთი მწარე ალიყური მიიღო მადრიდული გრანდისგან. თავს ზემოთ ძალა რომ არაა, ძველი ამბავია. ზუსტად ეს ამბავი სჭირდა მასიმილიანო ალეგრის გუნდს. უბრალოდ, ზინედინ ზიდანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამე თასისკენ ელვის სისწრაფით მიიწევს და როგორ გინდა წინ დაუდგე?! რთული იქნება.

ესპანელები მალევე დაწინაურდნენ: მესამე წუთზე ტურინელთა დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა, ისკომ ჩააწოდა და რონალდუმ ერთი შეხებით გაიტანა. ეს იყო პორტუგალიელის ყველაზე სწრაფი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. ამავდროულად, “იუვენტუსს” ლიგაზე ამაზე სწრაფად გოლი ერთადერთხელ, “ბაიერნისგან” 2013 წელს აქვს მიღებული (პირველ წუთზე). “რეალმა” სწრაფი გოლი გაიტანა და მერე დადგა. სტუმრები თამაშს აკონტროლებდნენ და მეტოქეს რეალური ხიფათის შექმნის შანსს არ აძლევნდნენ. მაგრამ, “იუვეს” მაინც მიეცა პირველ ტაიმში რამდენჯერმე გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა, მომენტები ქარს გაატანა. ყველაზე ახლოს გოლთან გონსალო იგუაინი იყო, მაგრამ კეილორ ნავასი დიდებულად გაისარჯა.

მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს ტურინელებმა და დიბალას საჯარიმო სანტიმეტრებით ასცდა კარს. მერე კი, თამაში დამთავრდა. ჯორჯო კიელინიმ იმდენი ქნა, სანამ ლუკას ვასკესმა ლამის საგოლედ არ დაარტყა, თუმცა ბუფონი გაისარჯა მაღალ დონეზე. შეტევა გაგრძელდა და გოლით დაგვირგვინდა. ზუსტადაც, რომ ეს სიტყვა შეეფერება იმას, რაც კრიშტიანუმ გააკეთა – პორტუგალიელმა იმდენად ბრწყინვალე მაკრატელა შეაგდო, რომ ადგილობრივ პუბლიკას აპლოდისმენტები დასტყუა და მადლობის გადახდაც არ დავიწყნია. მალევე, პაულო დიბალა მეორედ გააყვითლეს და “იუვე” კაცნაკლული დარჩა. ბუნებრივია, ათკაციან და აბსოლუტურად დემორალიზებულ მასპინძლებს თამაშის შემობრუნების ან თუნდაც გაბრძოლების არანაირი სურვილი და შანსი არ ჰქონდათ. ყველაფერი მარსელოს გოლით დასრულდა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ “რეალი” ნახევარფინალშია. ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ საპასუხო შეხვედრას ყოველგვარი აზრი დაეკარგებოდა.

საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც “იუვენტუსი” “ალიანც სთედიუმზე” თამაშობს (2011 წლიდან), ასეთი ანგარიშით საკუთარ მოედანზე არ წაუგია. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, ტურინში სამი გოლი 1999 წლის შემდეგ (“მანჩესტერთან” ნახევარფინალი) პირველად გაუშვა. საერთოდაც, “იუვენტუსმა” ევროტურნირებზე საკუთარ მოედანზე 2013 წლის აპრილის შემდეგ პირველი შეხვედრა წააგო.

თავის მხრივ, კრიშტიანუ რონალდუმ ბუფონს ცხრა გოლი გაუტანა და ლეგენდარული იტალიელი ამდენჯერ არავის ჰყავს დამწუხრებული. ამასთან, რონალდუს “იუვენტუსის” კარში ყველაზე მეტი გოლი ქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე. პორტუგალიელს აქვს ზუსტად ასეთივე შედეგი “ბაიერნთან” და ლიონელ მესის “არსენალთან”. ეს ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

რაღა უნდა ითქვას, სამეფო ჯერჯერობით აუღებელია.

“იუვენტუსი” – “რეალი” 0:3 (0:1) VIDEO

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 40 849

“იუვენტუსი” (4-4-2): ბუფონი; დე შილიო, ბარძალი, კიელინი, ასამოა (მანჯუკიჩი 69); დუგლას კოშტა (მატუიდი 69), ხედირა (კუადრადო 75), ბენტანკური, ალექს სანდრო; დიბალა, იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“რეალი” (4-4-2): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; მოდრიჩი (კოვაჩიჩი 82), კროოსი, კაზემირო, ისკო (ასენსიო 75); რონალდუ, ბენზემა (ვასკესი 59)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 რონალდუ (3), 0:2 რონალდუ (64), 0:3 მარსელო (72)

გაფრთხილება: ბენტანკური (26), დიბალა (45, დიბალა 66) – რამოსი (55), მარსელო (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 14 (6) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

Loading...

კომენტარები (22)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:01 | 04.04.2018
gogssi (3596)

საღოლ რონალდოს, მართლა მკვლელი ცენტრფორვარდი დადგა. ჩელსისთან მესიმ დადო მაგარი თამაში. ახლა ამან იუვესთან, ორივი მაგარია. რატო კამათობს ხალხი მიკვირს, ისიამოვნეთ ფეხბურთით. ვინც რეალს ბალეჩIკობს N1 ყოველთვის რონალდო იქნება, ვინც ბარსას მათთვის N1 მესია . რეალურად კი ნეიტრალურმა ფეხბურთის გულშემატკივარმა უნდა შეაფასოს.

17:19 | 04.04.2018
PAULINO (2649)

გეთანხმები, მაგრამ რეალურად იმათმაც იციან, უბრალოდ არ აღიარებენ.

17:22 | 04.04.2018
PAULINO (2649)

ასეთ ხალხს რომლებიც მიიჩნევენ რომ მესიზე ერთი თავით მაღლა დგას, ბევრად ჯობია, ეს ორი შეხების იგროკი მიიღო-დაარტყა, რომელიც შესანიშნავი ბომბარდირია. ერთ მარტივ შეკითხვას დავუსვავ: თუ ეს ასეა, მაშინ რატომ იყვანს მესის რონალდოსთან შედარებით, სამჯერ მეტი ადამიანი?!

20:18 | 04.04.2018
millllani (175)

სამჯერ ცოტაა, მინიმუმ ცხრაჯერ. რონალდო > მესი

17:22 | 04.04.2018
gogssi (3596)

ბაზარი არაა ეგრეა

15:14 | 04.04.2018
N O D (831)

რეალს ვქომაგობ, მაგრამ ვფიქრობ მესი უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და დღეს პირველია. ოღონდ დღეს, თორე ყველა დროისო მაგაზე რო იწყება ლაპარაკი, ალერგია მეწყება

17:21 | 04.04.2018
gogssi (3596)

რატომაც არა მეგობარო. ? რომ ავიღოთ იგივე რონალდომ რაც გოლები იტანა და აკეთა რეალისთვის დისტეფანოს გარდა თU გაუკეთებია ვინმეს? იგივე დასუსტებული ბარსა რონალდინიომ წამოაყენა ფეხზე და მესიმ ფრენა ასწავლა. ვის უთამაშია ის ფეხბურთი რაც მესიმ ითამაშა და თამაშობს? ხოლო რონალდო ჩემი აზრით ცენტრფორვარდებს უნდა შეადარო და რავი ვის აქ ეგ შედეგი საკლუბო დონეზე? მესიც და რონალდოც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში თუ არა ხუთეულში უეჭველია.

13:56 | 04.04.2018
RMA FANS (3672)

ბიჭო რა შეაგდოოო ეს რაყო ჩემი ....გილოცავთ მადრიდისტებიი

12:32 | 04.04.2018
cerber1 (456)

ნაღდად მეფეა...და დაამტკიცა კიდეც უკვე მერამდენედ

11:35 | 04.04.2018
Marco8 (65)

Bravo ronaldo bravoo. Jiji vegar xvdeba ro unda wavides fexburtidan, welsac isev messi vs ronaldo iqneba oqros burtze aramgonia msofliom gadawyvitos eg ambavi, verc argentina da verc portugalia ver gaxdeba chempioni ase mgonia. Ronaldos golebis miuxedavad messi mainc sxvaa wels tavisi gilebit, pasebit da azrovnebitac. Bernabeuze gamochnda vin vinaa!!!

12:29 | 04.04.2018
cerber1 (456)

ბერნაბეუზე გამოჩნდა რო მესი უკეთესს გუნდშია...და სხვა არაფერი

14:00 | 04.04.2018
Marco8 (65)

გუნდი რა შუაშია, ესეთი მესი ჯერ არ მახსოვს. გოლებს რომ შევეშვათ პასები აქვს ხატავს ტიპი თამაშს. მარტო გოლი არაა ფეხბურთი

13:34 | 04.04.2018
stoikovich (5823)

უკეთეს გუნდშიო? გამოაკელი ლიდერები ბარსა-რეალს და მიხვდები ვინც არის უკეთეს გუნდში;D

11:34 | 04.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

პირველ რიგში ბრავო ზიდანს უკვე ბევრჯერ დაამტკიცა როგორც მწვრთნელი ისევე მაგარია როგორც ფეხბურთელი იყო ალეგრი მერამდენედ დაამარცხა.ალეგრი გასაშვებია ალბათ ზაფხულში გაუშვებენ.კიელინის ის შეცდომა რო არა ასეთი ანგარიში არ მირჩებოდა მაგრამ რონალდოს გოლსაც ვერ ვნახავდით.დიბალას და იგუაინს რაც შეეხება ამ ფეხბურთელებს პიარი უფრო მეტი აქვთ ვიდრე კლასი

11:24 | 04.04.2018
grande roma (542)

ამ იუვეს ბალეშიკებს რომ კიტხო ლიგაზე რომა არცხვენს თურმე და არაფერი ესაქმება თურმე რომას ლიგაზეე... სასაცილოაა მარტლაა ამას რომ ამბობენ ჯერ იმიტომ რომ რამ დააბოღმათ ვერ ვხდები უნდა გიხაროდეს იტალიური ფეხბურთს თუ გულშემატკივრობ იტალიური ფეხბურთის წარმატება...მე მაგრად არ მესიამოვნა წუხელ იუვეს რაც გაუკეთეს ვგულშემატკივრობდი მაგრამ რაც იუვე გააკეთა ესაა სირცხვილი რა ბენტაკური და რა ტატკტიკა იყო ეგ რა იყო საერთოდ??შიშით თამაშობდნენ ეგ ტრენერი გასაშვებია ლიგას ვერასდროს ვერ მოიგებს როგორ შეიძლება რეალთან ყველა თამაში წააგოს მწვრთნელმააა

11:06 | 04.04.2018
dadado9 (15067)

მანკუზოო

10:25 | 04.04.2018
cerber1 (456)

ბიჯოოო რა ქნას მეტი..მართლა ხო არ იხ....მს ყველას))

არის დღეს დღეობით ნომერ პირველი და მორჩა

10:08 | 04.04.2018
N O D (831)

მესიმ ითამაშა მაგრად ჩელსისთან, გამოვიდნენ მისი გულშემატკივრები და ასეთი არავინ არისო, ახლა რონალდომ დადო უმაღლესი დონე და ესაა ნომერი პირველიო. მაგ საკითხზე გულშემატკივრების თვალსზრისის შეცვლა არ მოხდება აწინ. ბარსელონასთან ერთად სუპერ სეზონი მუნდიალს ვერ შეცვლის ვერაფრით და პლიუს რონალდომ ევროპა მოიგო და იმ წელსაც მესი ჯობდა ბევრის აზრით. მოკლედ, ჯობია შევირგოთ რასაც ვუყურებთ რა!

11:00 | 04.04.2018
dadado9 (15067)

საქმეც მაგაშია რომ მესი ჩელსისთან გამოვიდა მარტო ეგრე )) რონალდოს 14 გოლი აქვს უკვე 14 და განმეორებითი მეოთხედფინალი პლიუს ორი ნახევარფინალი წინ არის

10:21 | 04.04.2018
cerber1 (456)

კურტუამ იტამაშა ბარსასტან მაგრად ყველა გოლი ფეხებშორის გაუძვრა...

10:31 | 04.04.2018
N O D (831)

ეგ ცალკე თემაა. მარა აბა მეორე მხრიდან შეხედე? მესი რო უტევდა მაგიტო გაუძვრა ფეხებში თორე რონალდოს რომ შეეტია, დაკეცავდა ფეხებს

09:10 | 04.04.2018
centurioni (375)

ვინც წერდა იუვენტუსი რეალს ჩამოიცვავს და ასე შემდეგ სად არიან ახლა ისინი ვინც იუვეს ფანი არ იყო და იუვეს რეალზე ზლიერ გუნდად თვლიდა ისინი ფეხბურთის გონზე არ არიან იუვე პსჟ-ზე სუსტია პარიზი პირველ თAმაშსი რაგაცას ახერხებდა და თAნ სახში არ წააგებდა თAნ ასე, მოვიდენენ ახლა ზედიზედ მერვე ნახევარფინალში ლალიგის დამდები ბარსა რეალმა ეგენიც დააბრუნოს მხოლოდ ლალიგის მატჩებზე ბეტისთAნ და დეპორტიოებთან Pინალში კი სიტიყველა ჩემპიონი (ქვეყნის) უნდა დაამარცხოს რეალმა ლიგა ისე უნდა დადოს

09:22 | 04.04.2018
abuka (984)

ცოტა ამოისუნთქე,ბოლო აბზაცი ვერ გავიგე

09:54 | 04.04.2018
centurioni (375)

მერე გაიგებ

08:49 | 04.04.2018
Oto. (4545)

იუვენტუსის გულშემატკივრებს თანავუგრძნობ,ვიცი რა ტრიალებს ახლა თქვენ გულებში,რეალის გულშემატკივრებს გილოცავთ,მაგარი ამაყები ხართ ალბათ რომ ასეთი გუნდი გყავთ

08:46 | 04.04.2018
stoned (991)

იუვე აღარ უნდა გამოცხადდეს მადრიდში მეორე გოლი შედევრი იყო ნამდვილად
P.S იმედია ფინალი კლასიკო იქნება!!!!

08:44 | 04.04.2018
Oto. (4545)

ყოჩაღ ზიდანს,ყოჩაღ რეალს,ბრავო რონალდოს.ვუყურებდი და გაკვირვებული ვიყავი როგორ ადვილად უგებდა რეალი,საოცარ ფეხბურთს თამაშობენ ლიგაზე,რომ ვუყურებ რას აკეთებენ,ასე მგონია ძაან მარტივია ეს ყველაფერი.ბაიერნის და სიტის პატივისცემის მიუხედავად ერთადერი ვისაც ამ რეალის მოგება შეუძლია ეს ლეო მესია,მესი თუ შეაჩერებს რეალს,სხვამ არამგონია ხელი შეუშალონ რეალს ზედიზედ მესამედ მოიგონ ლიგა.ვუყურე პსჯსთან ორივე თამაშს,გუშინ რეალთან და ეს შთაბეჭდილება დამრჩა ამ თამაშებში

05:29 | 04.04.2018
diadimaestro (1996)

რო წერთ რონალდო ნუმბერ 1 არის ბოლო წლებისო(ანუ ეს სეზონიც იგულისხმება).გაქვთ რამე არგუმენტი რითაც ამტკიცებთ რომ ამ სეზონში მესის ჯობია.სწორედ მესის დამსახურებაა წელს ბარსელონას ლა ლიგა უკვე მოგებული რომ აქვს.ჩემპიონთა ლიგაზეც ბრწყივალეა ლეო ჯერ- ჯერობით.ჩელსისთან უმაღლესი დონე აჩვენა( უფრო მაღალი ვიდრე რონალდომ პსჟ ესთან) იგივეს იზამს დიდი ალბათობით რომასთან.კი ბატონო ლიგის ბომბარდირი არის კრიშტიანო თუმცა აქედან 9 გოლი ჯგუფში გაიტანა და ამ გოლებზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ლეოს გადამწყვეტი გოლებია ლა ლიგაში(იგივე ატლეტიკოსთან სევილიასთან ბევრის ჩამოთვლა შეიძLება).მოკლეს საბოლოო ჯამში წელს მესი გაცილებით უკეთესია ლა ლიგაში ამას ყველა სტატისტიკა მიანიშნებს( გოლი პასი დრიბლინგი საგოლე მომენტი)ჩემპიონთა ლიგის პლეიოფებში კი ამ ეტაპზე ისევე კარგია როგორც რონალდო.ახლა მაინც ხო არ ყავს ლეოს გუნდში პიკზე მყოფი ხავი ინიესტა ან ნეიმარი.გუნდის მამოძრავებელი ძალა არის თვითონ.წელს თუ ბარსამ მესის ასეთი აშკარა ლიდერობით ტრებლი დადო.ეს უფრო დიდი შედეგი იქნება ვიდრე თუნდაც მარადონას 1986 წლის მუნდიალი.

09:52 | 04.04.2018
stoikovich (5823)

+1 მაგას დაუმატე არგენტინის პირადად გათრევა მსოფლიოზე და მივიღებთ რეალურ სურათს.

08:59 | 04.04.2018
sabonis (8771)

რას იზამ ძმაო მისცა ბებერმა ქალბატონმა სალაპარაკო და ლაპარაკობენ, თორემ გულში თავადაც კარგად იციან, რომ ერთი გავრილოვი იყო საბჭოეთის 80 იანებში ნომერა უნო და მეორე ეგაა.

09:53 | 04.04.2018
stoikovich (5823)

ხო, მის სტილში რომ თამაშობდა ჩვენი ლეგენდა

04:23 | 04.04.2018
levani82 (41434)

ჰიტლერი (84) პასუხი
რონი ნამბერ 1 ია ბოლო წლების. მესი არა მოხარშული კარალიოკი

ბოდიში მაგრამ მოხარშული კარალიოკი როგორია?

14:11 | 04.04.2018
bbrr (439)

მოხარშე და გაიგებ მოყოლილს გასინჯული ჯობია

03:02 | 04.04.2018
Pawo_11 (54)

ჩააწუწა ფეხბურთის ვითომ მცოდნეებს პირში თუ არააა

02:33 | 04.04.2018
geogreece (9768)

ყ-ის შვილმა რონალდონ მაკრატელა გაიტანა და წავა ეხლა ქება დიდება სულ რო ყვ---ბით დაეკიდოს ნომერი2 იქნება )

10:23 | 04.04.2018
cerber1 (456)

ეს შენი სუბიექტური აზრია...რეალობა ვაბშე სხვაა ))

02:27 | 04.04.2018
O. Mertskhali (3331)

ბენზო მძორმა, მაგრად იმუშავა პირველ გოლზე, ხომ იცი შენ?!

02:22 | 04.04.2018
Gio Giorgi (95)

გადაგვირჩა ბაიერნი. სამაგიეროდ იუვენტუსი ვერ გადაგვირჩა და მიიღო მისაღები. იუვეს ფანები უნდა მოითაგნონ სათითაოდ მართლა რომ ჯეროდათ რო რეალი იუვეს ბულკია

02:18 | 04.04.2018
თორღვა პანკელი (1040)

დახატა!

02:16 | 04.04.2018
O. Mertskhali (3331)

წვიმამ თავისი დაღი დაასვა შეხვედრას: მგონია, რომ კარგ ამინდში, რეალი თამაშითაც უარესს უზამდა (იმედია, ამას მადრიდში ვნახავთ ) და ალბათ, ამდენ მომენტსაც არ გააფუჭებდნენ

04:12 | 04.04.2018
bbrr (439)

წვიმა არა ცაგარელი ამბობს ნეპტუნის ეტლი იყო სატურნში შესული მაგის ბრალიიაო

16:16 | 04.04.2018
O. Mertskhali (3331)

არ მიკვირს შენი კომენტარები, ჰიტლერიდან უკეთესს რას უნდა ელოდო )
მე ის მიკვირს, ადმინისტრაცია რატომ არ ბლოკავს ფაშიზმის პროპაგანდას და შესაბამისად შენს ექაუნთს )

02:14 | 04.04.2018
bbrr (439)

რონი ნამბერ 1 ია ბოლო წლების. მესი არა მოხარშული კარალიოკი

სტატისტიკა
0.305202