ფეხბურთი

16:23 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” პოჩეტინოს ხელფასს გაუზრდის

ლონდონის “ტოტენჰემი” მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს ახალ კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. მიზანი, არგენტინელი სპეციალისტის შენარჩუნებაა.

თჰე თელეგრაპჰ-ის ინფორმაციით, “დეზები” მზად არიან, პოჩეტინოს გასამრჯელო 3.4 მილიონი ევროდან 9.7 მილიონ ევრომდე გაუზარდონ. თუ ასე მოხდა, არგენტინელი პრემიერლიგაში პეპ გვარდიოლას, ჟოზე მოურინიოსა და ანტონიო კონტეს შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

როგორც ცნობილია, პოჩეტინოს სამსახურით მადრიდის “რეალი”, პსჟ, “ჩელსი” და “ბაიერნი” არიან დაინტერესებულნი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116127