ფეხბურთი

3:23 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" მორიგი სენსაციის იმედად

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “სევილია” მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს. ამ წყვილში გერმანული გიგანტი აშკარა ფავორიტია და ამას ბევრი მიზეზი გააჩნია. თუმცა, არ დავივიწყოთ, რომ ესპანურმა გუნდმა მერვედფინალში უკვე მოუახერხა ერთი სენსაციის გამოცხობა და “მანჩესტერის” დამარცხება.

თუმცა, რამდენად მოახერხებს იგივეს ვინჩენცო მონტელას გუნდი იუპ ჰაინკესის აწყობილი მანქანის წინააღმდეგ, ძნელი სათქმელია. ორივე გუნდი თითქმის იდეალური შემადგენლობით ხვდება დღევანდელ მატჩს.

სტუმრები მხოლოდ მანუელ ნოიერსა და კინგსლი კომანს, ხოლო მასპინძლები დისკვალიფიცირებულ ევერ ბანეგას მოისაკლისებენ.

ვინჩენცო მონტელა („სევილიას“ მთავარი მწვრთნელი): “როდესაც სამ დიდ ტურნირზე თამაშობ, როგორც ჩვენ, ბევრ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ენერგიას ხარჯავს. თუმცა, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ამ სიტუაციაში ვიმყოფებით, ჩვენ ყოველ სამ დღეში დიდ მატჩებში ვთამაშობთ.

გუნდის ფიზიკური კონდიციციები არ მაშფოთებს და მოტივაციის მხრივაც ყველაფერი კარგადაა. ასეთ დონეზე არ აქვს მნიშვნელობა დაღლილი ხარ თუ არა. “ბაიერნს” უყვარს ბურთის კონტროლი და რაც შეიძლება ბევრი გოლის გატანა. “სევილია” მეოთხედფინალში სიკვდილამდე იბრძოლებს”,

იუპ ჰაინკესი (“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი): “ისტორიის განმავლობაში “ბაიერნს” მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი ჩაუტარებია და შესაბამისად, გულშემატკივრების შექმნილი ატმოსფერო არ შეგვაშინებს. ორივე გუნდისთვის ეს იქნება შესანიშნავი გამოცდილება. “ბაიერნი” მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს, რადგან გავიხსენოთ, რომ “სევილიამ” “მანჩესტერთან” პირველ თამაშში 0:0 ითამაშა და ეს ძალიან სახიფათოა”.

სავარაუდო შემადგენლობები:

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

3 აპრილი, 22:45 საათი

“სევილია” (4-2-3-1): სერხიო რიკო; მერკადო, ლენგლე, ესკუდერო; პიზარო, ნ’ზონზი; სარაბია, ვასკესი, კორეა; ბენ იედერი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ბაიერნი” (4-3-3): ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; ხამესი, ხავი მარტინესი/ტიაგო ალკანტარა, მიულერი; რობენი, ლევანდოვსკი, რიბერი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

ესპანური გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ამ ეტაპზე 60 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა. “ბაიერნი” კი მეოთხედფინალში ზედიზედ მეშვიდედ და ჯამში 29-ედ ითამაშებს. მხოლოდ მადრიდის “რეალს” აქვს უკეთესი შედეგი (35).

მიუნხენის “ბაიერნი” და “სევილია” არასდროს შეხვედრილან. “რეკორდმაისტერისთვის” ესპანეთში ბოლო წუთი სტუმრობა მარცხით დასრულდა, ხოლო “სევილიას” “სანჩეს პისხუანზე” გერმანულ გუნდთან არასდროს წაუგია (7 მოგება, 4 ფრე).

ფაქტები

სევილია

ეს იქნება “სევილიას” პირველი მეოთხედფინალი ჩემპიონთა ლიგაზე (ჩემპიონთა თასზე) 1957-1958 წლების სეზონიდან. მაშინ, “დალაქები” “რეალთან” განადგურდნენ (0:8 სტუმრად, 2:2 შინ).

სწორედ “რეალთან” მატჩი არის “სევილიასთვის” ევროტურნირებზე ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებული თამაში.

“სევილიას” გერმანულ გუნდებთან ბოლო სამი საშინაო მატჩი მოგებული აქვს. მათ შორის, 2015-2016 წლების სეზონში “გლადბახთან” 3:0 (სტუმრად 4:2).

“სევილიას” სტატისტიკა პლეი-ოფში გერმანულ გუნდებთან ასეთია: 3 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 2 გამოთშიშვა. 2014-2015 წლების სეზონში ანდალუზიელებმა “გლადბახი” ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხეს (1:0 შინ, 4:2 სტუმრად).

ვინჩენცო მონტელას გუნდმა წინა ეტაპზე “მანჩესტერი” დაამარცხა ვისამ ბენ იედერის დუბლით – 2:1.

“სევილიას” ლიგაზე მიმდინარე სეზონში სახლში არ წაუგია, ხოლო მერვედფინალში “მანჩესტერს” დაუზავდა (0:0). “ლივერპულთან” ჯგუფურ ეტაპზე ასევე ფრე ითამაშა (3:3), დაამარცხა “მარიბორი” (3:0) და “სპარტაკი” (2:1).

ესპანურ გუნდს ევროსარბიელზე ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 6 მოგებული აქვს. ერთხელ წააგო (“იუვენტუსთან”) და 3 მატჩი ფრედ დასრულდა (“ლივერპულთან”, “მანჩესტერთან”, “ბაშკაშეჰირთან”).

“ბაიერნი”

“ბაიერნი” მეოთხედფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდა. ერთი წლის წინ “რეალთან” დამარცხდა, ხოლო იქამდე მიჯრით ხუთჯერ მოახერხა ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება.

ჯამში “ბაიერნის” სტატისტიკა მეოთხედფინალში ასეთია: 18 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 10 გამოთიშვა.

“ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში (თუ ჩემპიონთა თასის შედეგებს არ გავითვალისწინებთ), მე-17-ედ ითამაშებს და ეს რეკორდია. მეორე ადგილზეა “რეალი” (16).

“ბაიერნის” სტატისტიკა ესპანურ გუნდებთან პლეი-ოფში ასეთია: 9 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 10 გამოთიშვა. ბოლოს, “რეკორდმაისტერი” “რეალთან” დამარცხდა, შარშან. შინ 1:2 და სტუმრად 2:4 დამატებით დროში. საერთოდ, “ბაიერნი” პირინელებმა ზედიზედ ოთხჯერ გამოაგდეს ლიგის პლეი-ოფიდან: 2013-2014 წლების სეზონში “რეალმა” 2014-2015 წლებში “ბარსელონამ”, 2015-2016 წლების სეზონში, “ატლეტიკომ” და შარშან ისევ “რეალმა”.

“ბაიერნი” ესპანეთში შემდეგნაირად თამაშობს: 6 მოგება, 5 ფრე, 15 წაგება.

იუპ ჰაინკესის გუნდმა მერვედფინალში “ბეშიქთაში” ძალიან ადვილად დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 8:1 (5:0, 3:1).

პსჟ-სთან 0:3 მარცხის შემდეგ “ბაიერნმა” სტუმრად ყველა მატჩი მოიგო. “სელტიკთან” 2:1, “ანდერლეხტთან” 3:1 და “ბეშიქთაშთან” 3:1.

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

იუპ ჰაინკესი სამ ესპანურ გუნდში მუშაობდა: “ბილბაო” (1992-1994, 2001-2003), “ტენერიფე” (1995-1997) და “რეალი” (1997-1998). მისი ბალანსი “სევილიასთან” ასეთია: 5 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება.

გერმანიის ნაკრების მაისურით ჰაინკესს ესპანეთის ნაკრების კარში აქვს გოლი გატანილი 1973 წლის 24 ნოემბერს (2:1).

ხავი მარტინესს “ბილბაოს” რიგებში 2006-2012 წლებში 201 მატჩი აქვს ჩატარებული და 22 გოლი გაიტანა. “სევილიასთან” 11-ჯერ უთამაშია (4 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება). კოპა დელ რეის ნახევარფინალში 2009 წლის 4 მარტს, გოლიც გაუტანა.

ხამეს როდრიგესმა ლა ლიგაში “რეალის” მაისურით 77 მატჩში 28 გოლი გაიტანა. “სევილიას” რვაკერ დაუპირისპირდა (7 მოგება, 1 წაგება) და 4 გოლი გაუტანა.

“პორტუს” რიგებში იმავე ხამესმა “სევილიას” 2:1 დაამარცხა 2010-2011 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე.

ხუან ბერნატმა “ვალენსიას” შემადგენლობაში (2011-2014) 51 მატჩი ჩაატარა. “სევილიასთან” კი ოთხჯერ ითამაშა (2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება).

ტიაგო ალკანატარას ლა ლიგაში 68-ჯერ უთამაშია (7 გოლი). “სევილიასთან” მისი ბალანსი ასეთია: 2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

არიენ რობენის ანგარიშზე კი ესპანეთში 50 მატჩი და 11 გოლია. “სევილიას” ჰოლანდიელი ორჯერ დაუპირისპირდა (1 მოგება, 1 წაგება). 2008 წლის დეკემბერში, როდესაც “სევილიამ” “რეალი” დაამარცხა (4:3), რობენი გააძევეს.

“შალკეს” მაისურით რაფინია “სევილიას” 2005-2006 წლების სეზონის უეფას თასის ფინალში დაუპირისპირდა და დამატებით დროში წააგო (0:0, 0:1).

შარშან, “ლიონის” რიგებში კორენტინ ტოლისომ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა “სევილიასთან”. ესპანეთში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ხოლო საფრანგეთში გოლი არ გასულა.

“დორტმუნდის” რიგებში რობერტ ლევანდოვსკი და მატს ჰუმელსი “სევილიას” 2010-2011 წლების სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. გერმანიაში სტუმრებმა მოიგეს (1:0), ხოლო ესპანეთში ფრე დაფიქსირდა (2:2).

“შტუტგარტის” მაისურით სებასტიან რუდი “სევილიას” უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა 2008-2009 წლების სეზონში და 2009-2010 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

2017 წლის 14 ნოემბერს, მატს ჰუმელსის, ნიკლას ზულეს, სებასტიან რუდისა და სანდრო ვაგნერის გერმანია კორენტინ ტოლისოსა და სტივენ ნ’ზონზის” საფრანგეთს ამხანაგურ მატჩში დაუზავდა (2:2).

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

ლუის მურიელი და ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)

სერხიო რიკო, ნოლიტო, ხესუს ნავასი და ტიაგო ალკანტარა, ხავი მარტინესი, ხუან ბერნატი (ესპანეთი)

სტივენ ნ’ზონზი, სებასტიან კორშია და კინგსლი კომანი, კორენტინ ტოლისო (საფრანგეთი)

ერთად უთამაშიათ:

სერხიო ესკუდერო და მანუელ ნოიერი (“შალკე” 2010-2011)

იოჰანეს გეისი და ჯოშუა კიმიხი, ნიკლას ზულე (გერმანიის 21 წლამდე ნაკრები 2014-2015).

0.271634