ფეხბურთი

2:33 | 3.04.2018 | ნანახია 3446 - ჯერ

დააბრკოლებს "ქალბატონი" "მეფეს"?!

უეფას ჩემპიონთა ლიგა სამკვირიანი პაუზის შემდეგ მეოთხედფინალური ეტაპით განახლდება. თან, როგორ? “იუვენტუსი” – “რეალი”! აფიშა ისეთია, ყველაფერს რომ ამბობს. გასული სეზონის ფინალის რიმეიქი. ფინალის, რომელიც “სამეფო კლუბმა” ადვილად მოიგო. თუმცა, მას შემდეგ 9 თვე გავიდა და ბუნებრივია გუნდები ახლა განსხვავებულ ფორმაში და ხასიათზე არიან.

“იუვენტუსიც” და “რეალიც” ბოლო პერიოდში ჩინებულ ფეხბურთს აჩვენებენ. ხარისხობრივად განსაკუთრებით ესპანური გრანდი, ხოლო შედეგის თვალსაზრისით იტალიის ჩემპიონი. “იუვე” სამ ფრონტზე გამალებით იბრძვის, ხოლო “რეალისთვის” ჩემპიონთა ლიგაა ერთადერთი ტურნირი, რომლის მოგების შანსი აქვს შერჩენილი.

გუნდები საკადრო პრობლემებს არ უჩივიან. ეს პირველ ყოვლისა “რეალზე” ითქმის, რომელიც ტურინს უძლიერესი შემადგენლობით ეწვია.

აი, “იუვენტუსს” კი დისკვალიფიცირებული ჰყავს ორი მნიშვნელოვანი ფიგურა – მედჰი ბენატია და მირალემ პიანიჩი. ტრავმები მოიშუშეს მარიო მანჯუკიჩმა და ალექს სანდრომ, რომლებიც ალეგრის სამატჩო განაცხადში შეიყვანა. ვარჯიში ფედერიკო ბერნარდესკიმაც განაახლა, მაგრამ იტალიელი ჯერ სათამაშოდ მზად არაა. ასევე დაბრუნდა ხუან კუადრადო, რომელიც “მილანთან” გადამწყვეტი გოლითაც გამოირჩა. მოკლედ, ამ მხრივ “ბებერი ქალბატონის” რიგებშიც არის პოზიტიური სიახლეები.

ერთი საინტერესო დეტალი: "რეალი" ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ "იუვენტუსმა" დაამარცხა (პლეი-ოფში). ეს 2015 წელს, ნახევარფინალში მოხდა. იქედან მოყოლებული "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლგაზე დაუმარცხებელია და ზედიზედ მესამე ტიტულისკენ მიიწევს.

მასიმილიანო ალეგრი და ზინედინ ზიდანი რთულ 180 წუთიან დუელს ელოდებიან. იტალიელი მიიჩნევს, რომ “რეალი” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ხოლო ზიდანის აზრით, “იუვენტუსი” იტალიის “რეალია”...

მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი): “ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. კარდიფის ფინალი ბევრჯერ ვნახე და შარშანდელთან შედარებით რთულ სიტუაციებში უფრო კარგად ვრეაგირებთ. თამაშში 90 წუთი უნდა დავრჩეთ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ. გულშემატკივრები ამაყობენ ამ გუნდით, რომელიც ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლო სამ წელიწადში. დღეს, მათი მხარდაჭერა ძალიან დაგვჭირდება”.

ზინედინ ზიდანი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “აქ კარგი მატჩის ჩასატარებლად ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, კარდიფის ფინალი ამ შეხვედრაში არაფერს წყვეტს და ამაზე არც ვფიქრობთ. “იუვენტუსსა” და “რეალს” ერთი და იგივე მენტალიტეტი აქვთ. “იუვე” კარგ ფეხბურთს თამაშობს და არ ვეთანხმები იმათ, რომლებიც ამბობენ, რომ მეტოქის შეცდომებს ელოდება. “იუვენტუსი” ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან მან ბევრი რამ მომცა. ვიმუშავებ თუ არა ტურინში? არასდროს თქვა არასდროს”.

სავარაუდო შემადგენლობები:

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

3 აპრილი, 22:45 საათი

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; დე შილიო, ბარძალი, კიელინი, ასამოა; ხედირა, ბენტანკური, მატუიდი; დიბალა, იგუაინი, დუგლას კოშტა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“რეალი” (4-4-2): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო; რონალდუ, ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

ეს იქნება მეოცე შეხვედრა ორ ტიტანს შორის. მე-19 იყო 2017 წლის ფინალი კარდიფში, რომელიც “რეალმა” 4:1 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასი მეთორმეტედ მოიპოვა. გარდა ამისა, მადრიდელებმა ტურინელები 1998 წელს, ასევე ფინალში დაამარცხეს.

თავის მხრივ, “იუვენტუსმა” “რეალი” ზედიზედ ოთხჯერ დაამარცხა პლეი-ოფის სტადიაზე. მათ შორის, ბოლოს, 2014-2015 წლების სეზონში.

ურთიერთშეხვედრები

აქამდე ეს გუნდები 19-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა მატჩი ჩემპიონთა ლიგის (თასის) ეგიდით ჩატარდა. 9 მატჩი “რეალმა” მოიგო, 8 “იუვენტუსმა”, ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შარშანდელ ფინალში “სამეფო კლუბი” კრიშტიანუ რონალდუს გოლით დაწინაურდა და გახდა პირველი ფებხურთელი, რომელმაც სამ ფინალში გაიტანა გოლი. შემდეგ იყო მარიო მანჯუკიჩის ულამაზესი გოლი და ხორვატმა მეორედ მოახერხა ფინალში თავის გამოჩენა. მეორე ნახევარში კაზემირომ, ისევ რონალდუმ და მარკო ასენსიომ ესპანელებს სოლიდური ანგარიშით მოაგებინეს. ხუან კუადრადომ კი წითელი ბარათი მიიღო – კოლუმბიელი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელიც ფინალში გააძევეს.

მაშინ გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“იუვენტუსი”: ბუფონი, დანი ალვეში, ბარძალი (კუადრადო 66), ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო, პიანიჩი (მარკიზიო 71), ხედირა, მანჯუკიჩი, დიბალა (ლემინა 78), იგუაინი

“რეალი”: ნავასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, კროოსი (მორატა 89), კაზემირო, მოდრიჩი, ისკო (ასენსიო 82), რონალდუ, ბენზემა (ბეილი 77)

2014-2015 წლების სეზონის ნახევარფინალში “იუვენტუსმა” ორი მატჩის ჯამში 3:2 გაიმარჯვა. პირველი მატჩი ტურინში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. ალვარო მორატამ ანგარიში გახსნა, მერე რონალდუმ გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი კარლოს ტევესმა შეაგდო.

2015 წლის 5 მაისს, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“იუვენტუსი: ბუფონი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, სტურარო (ბარძალი 64), მარკიზიო, პირლო, ვიდალი, მორატა (ლორენტე 78), ტევესი (პერეირა 86)

“რეალი”: კასილიასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, პეპე, მარსელო, კროოსი, ისკო (ჩიჩარიტო 63), ხამესი, ბეილი (ხესე 86), რონალდუ

საპასუხო მატჩში რონალდუმ ისევ გაიტანა, მაგრამ 57-ე წუთზე მორატამ გაათანაბრა და “იუვე” ფინალში 12 წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

2013-2014 წლების სეზონში გუნდებმა ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს. მადრიდში “რეალმა” რონალდუს დუბლით 2:1 მოიგო. საერთოდ, “იუვენტუსმა” “სამეფ კლუბთან” ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ ორჯერ წააგი (4 მოგება, 2 ფრე).

კრიშტიანუმ “რეალის” მაისურით “იუვენტუსთან” 5-ჯერ ითამაშა და უგოლოდ მოედანი არ დაუტოვებია (7 გოლი ჯამში).

“იუვემ” “რეალი” 2004-2005 წლების სეზონში მერვედფინალში დაამარცხა. 2002-2003 წლების სეზონში ნახევარფინალში, ხოლო 1995-1996 წლების სეზონში მეოთხედფინალში. 1998 წელს “სამეფო კლუბმა” მიატოვიჩის გოლით ფინალში სძლია იტალიელებს და მაშინ “იუვეს” რიგებში მადრიდელთა დღევანდელი თავკაცი ზინედი ზიდანი თამაშობდა. 2008-2009 წლების სეზონში კი, ჯგუფურ ეტაპზე “იუვენტუსმა” “რეალი” ორჯერ დაამარცხა. ჯერ ტურინში (2:1), შემდეგ მადრიდში (2:0).

1998 წლის 20 მაისს, ამსტერდამში გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“იუვენტუსი”: პერუცი, პესოტო (ფონსეკა 70), ტორიჩელი, მონტერო, იულიანო, დი ლივიო (ტაკინარდი 46), დეშამი (კონტე 77), დავიდსი, ზიდანი, დელ პიერო, ინძაგი

“რეალი”: ილგნერი, პანუჩი, იერო, სანჩისი, რობერტო კარლოსი, რედონდო, კარამბე, ზეედორფი, რაული (ამავისკა 90), მორიენტესი (სანჩესი 81), მიატოვიჩი (შუკერი 90)

“რეალს” “იუვენტუსი” ორმატჩიან დუელში 1986-1987 წლების სეზონის შემდეგ არ დაუმარცხებია. მაშინ გუნდებმა საშიანო მატჩები მოიგეს ერთნაირი ანგარიშით (1:0). პენალტების სერიაში კი მადრიდელებმა იმძლავრეს (3:1).

“იუვენტუსს” “რეალთან” სახლში 7 თამაშია არ წაუგია (6 მოგება, 1 ფრე). ესპანურმა გრანდმა ტურინში ერთადერთხელ მოიგო. 1962 წელს 1:0. მაშინაც პლეი-ოფში შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. მადრიდში ამავე ანგარიშით “იუვემ” იმარჯვა, ხოლო გადათამაშებაში ესპანელები უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ – 3:1.

სტატისტიკა

“იუვენტუსი”

“იუვენტუსი” მეოთხედფინალში მეთვრამეტედ ითამაშებს. წინა 17 მატჩიდან ბალანსი დადებითია: 12 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 5 გამოთიშვა.

ესპანურ გუნდებთან პლეი-ოფის ბალანსიც დადებითია: 9 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 5 გამოთიშვა. შარშან “ბებერმა ქალბატონმა” ამავე ეტაპზე სწორედ ესპანური გუნდი დაამარცხა, ოღონდ “ბარსელონა” (3:0, 0:0).

“იუვენტუსი” მიმდინარე სეზონში უკვე დაუპირისპირდა ესპანურ გუნდს. ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონას” და ვერაფერი გააწყო. 0:3 სტუმრად, 0:0 შინ.

“იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე ესპანურ გუნდებთან ასეთი შედეგით იწონებს თავს: 15 მოგება, 9 ფრე, 2 წაგება. ბოლო 9 მატჩია კი, არ წაუგია (5 მოგება, 4 ფრე). უკანაკსნელ 25 შეხვედრაში ოდენ ერთხელ დამარცხდა პირინეის ნახევარკუნძულის წარმომადგენელთან შინ (15 მოგება, 9 ფრე). ეს მოხდა 2003-2004 წლების სეზონში, ლა კორუნიის “დეპორტივოსთან” (0:1).

მთლიანობაში კი, ესპანური გუნდების წინააღმდეგ “იუვეს” სტატისტიკა უარყოფითია: 19 მოგება, 15 ფრე, 22 წაგება, 62 გატანილი და 62 გაშვებული გოლი.

“იუვენტუსმა” მიმდინარე სეზონი მარცხით დაიწყო, მაგრამ ბოლო 7 თამაში წაუგებლად ჩაატარა (4 მოგება, 3 ფრე). მერვედფინალში კი, “ტოტენჰემს” აჯობა 2:2 შინ, 2:1 სტუმრად.

საკუთარ მოედანზე “იუვენტუსმა” “ოლიმპიაკოსი” 2:0 და “სპორტინგი” 2:1 დაამარცხა. “ბარსელონასთან” (0:0) და “ტოტენჰემთან” (2:2) კი ფრეებს გამორჩა.

ევროტურნირებზე “იუვეს” სახლში უკვე 27 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (16 მოგება, 11 ფრე). ბოლოს ტურინში “ბაიერნმა” მოიგო 2013 წლის აპრილში. “ალიანც სთედიუმზე” ჯამში 32 ევრომატჩია გამართული და ტურინელებმა ერთადერთხელ სწორედ “ბაიერნთან” წააგეს (19 მოგება, 12 ფრე).

ევროტურნირების პლეი-ოფში “იუვენტუსმა” ბოლო 25 საშინაო მატჩში ერთადერთხელ წააგო (“ბაიერნთან”). მოიგო 15 და ფრე ითამაშა 9-ჯერ. გასულ სეზონში “იუვემ” პლეი-ოფში სამივე საშინაო მატჩი მოიგო.

“რეალი”

“რეალი” მეოთხედფინალში 35-ედ ითამაშებს. ბალანსი ასეთია: 28 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 6 გამოთიშვა.

“რეალი” მეოთხედფინალში ზედიზედ მერვედ გავიდა. ბოლო 7 მეოთხედფინალური დუელი მოგებული აქვს.

“რეალს” იტალიურ გუნდებთან ბოლო 5 თამაში მოგებული აქვს. მათ შორის, შარშან “ნაპოლისთან” (3:1, 3:1). უკანასკნელად “სამეფ კლუბმა” სწორედ “იუვენტუსი” ვერ დაამაცხა (1:1 შინ, 2015 წლის 13 მაისს).

გარდა ამისა, “რეალმა” 2015-2016 წლების სეზონში “რომა” დაამარცხა მერვედფინალში (2:0, 2:0). იქამდე, მადრიდელებს აპენინელებთან ზედიზედ რვა მარცხი ჰქონდათ პლეი-ოფის სტადიაზე. მთლიანობაში ესპანური გრანდი პლეი-ოფში იტალიურ გუნდებთან ასე თამაშობს: 12 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 9 გამოთიშვა.

“რომასთან” მოგება იყო ბოლო 9 საგარეო მატჩიდან პირველი (იტალიაში). შემდეგ ნეაპოლშიც გაიმარჯვა “რეალმა”.

“სამეფო კლუბმა” ბოლო 12 თამაშიდან ოდენ ერთხელ წააგო იტალიურ გუნდებთან. ეს 2015 წლის მაისში, “იუვენტუსთან” მოხდა (1:2).

“რეალი” იტალიაში ასე თამაშობს: 6 მოგება, 8 ფრე, 18 წაგება.

მიმდინარე სეზონში “რეალმა” 4-დან 3 მატჩი მოიგო სტუმრად. “დორტმუნდთან” (3:1), “აპოელთან” (6:0) და პსჟ-სთან” (2:1). “ტოტენჰემთან” კი დამარცხდა (1:3).

კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩში გაიტანა (ჯამში 9 გოლი). პორტუგალიელმა ამ შედეგს პლეი-ოფის ორი მატჩში გატანილი გოლებიც დაუმატა და ჯამში 12 გოლით იწონებს თავს.

ზინედინ ზიდანის გუნდს ლიგაზე ბოლო 5 საგარეო მატჩიდან 2 წაგებული აქვს. იქამდე კი, ზედიზედ 6 მატჩი არ ჰქონდა წაგებული (3 მოგება, 3 ფრე).

“სამეფო კლუბს” ბოლო 27 მატჩიდან ევროთასებზე მხოლოდ 2 აქვს წაგებული (19 მოგება, 6 ფრე).

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

ზინედინ ზიდანი “იუვენტუსში” 1996-2001 წლებში თამაშობდა. ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (მათ შორის, “რეალის” წინააღმდეგ).

მსოფლიოს 2006 წლის ფინალში ზიდანი მოედანზე იყო, როდესაც იტალიამ საფრანგეთი დაამარცხა. “სკუადრა აძურას” კარს ჯიჯი ბუფონი იცავდა.

მასიმილიანო ალეგრის “მილანი” მადრიდში “რეალთან” 0:2 დამარცხდა და დუბლი რონალდუმ შეასრულა. მანამდე კი, “სან სიროზე” ფრე დაფიქსირდა (2:2). ეს 2010-2011 წლების სეზონში მოხდა.

გონსალო იგუაინი “რეალში” 2007-2013 წლებში გამოდიოდა და 264 მატჩში 121 გოლი გაიტანა. სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

სამი ხედირა “რეალის” ღირსებას 2010-2015 წლებში იცავდა და 2014 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ლა ლიგაში გერმანელმა 102 თამაშში 6 გოლი გაიტანა.

მარიო მანჯუკიჩი “ატლეტიკოში” თამაშობდა, რომლის მაისურით “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ 7-ჯერ უთამაშია (4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება).

2015 წლის 7 თებერვალს, “ატლეტიკომ” “რეალი” 4:0 დაამარცხა და მანჯუკიჩმა გოლი გაიტანა. ისევე, როგორც ესპანეთის სუპერთასზე 2:1 მოგებულ მატჩში.

მატეო კოვაჩიჩი “ინტერში” ირჯებოდა 2013-2015 წლებში და “იუვეს” წინააღმდეგ თამაში არ მოუგია (0 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება).

ბუფონი, ბარძალი, კიელინი და მარკიზიო მოედანზე იყვნენ, როდესაც ესპანეთმა იტალია ევრო 2012-ის ფინალში დაამარცხა (4:0).

ტონი კროოსი, სამი ხედირასთან ერთად გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვაში მოქმედებდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის წინააღმდეგ, რომლის რიგებშიც ბუფონი, კიელინი და ბარძალი თამაშობდნენ.

ჯორჯო კიელინიმ იმავე ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს (2:0) გოლი გაუტანა. მის გარდა მოედანზე იყვნენ ბუფონი და ბარძალი იტალიელთა მხირდან, ხოლო ესპანელთა რიგებში რამოსი და ლუკას ვასკესი თამაშობდნენ.

რამოსმა პენალტების სერიაში გაუტანა იტალიას 2013 წლის კონფედერაციათა თასზე.

ქარიმ ბენზემამ გაიტანა და თან პენალტიც გააცუდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შვეიცარიასთან (5:2), რომლის ღირსებას სტეფან ლიხშტაინერი იცავდა.

ისკომ ბუფონს ორი გოლი გაუტანა 2017 წლის 2 სექტემბერს ესპანეთისა და იტალიის მატჩში (3:0). მის გარდა მოედანზე იყვნენ კარვახალი, რამოსი და ასენსიო. მეტოქის მხრიდან კი, ბარძალი და ფედერიკო ბერნარდესკი.

ბერნარდესკიმ გოლი გაუტანა ასენსიოს ესპანეთის ნაკრებს ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე 2017 წელს.

დუგლას კოშტამ ითამაშა შარშან “რეალის” წინააღმდეგ “ბაიერნის” რიგებში და ორი მატჩის ჯამში 3:6 წააგო.

კრიშტიანუ რონალდუმ ვოიცეხ შჩესნის 2015-2016 წლების სეზონში გაუტანა ორივე თამაშში. მაშინ პოლონელი “რომას” კარს იცავდა.

ბლეზ მატუიდი მოედანზე იყო, როდესაც პსჟ “რეალს” დაუპირისპირდა 2015-2016 წლების სეზონში. ორ მატჩში ერთადერთი გოლი ნაჩო ფერნანდესმა გაიტანა.

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

ბლეზ მატუიდი და რაფაელ ვარანი (საფრანგეთი)

სამი ხედირა და ტონი კროოსი (გერმანია)

ალექს სანდრო და მარსელო (ბრაზილია)

მარიო მანჯუკიჩი და ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი (ხორვატია)

მედჰი ბენატია და აჩრაფ ჰაკიმი (მაროკო)

ყოფილი თანაგუნდელები:

მარიო მანჯუკიჩი და ტონი კროოსი (“ბაიერნი” 2012-2014)

მარიო მანჯუკიჩი და ლუკა მოდრიჩი (ზაგრების “დინამო” 2007-2008)

მირალემ პიანიჩი და ქარიმ ბენზემა (“ლიონი” 2008-2009)

ფაქტები

“იუვენტუსი”

მირალემ პიანიჩი და მედჰი ბენატია პირველ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ. საპასუხო შეხვედრაში კი, იგივე საფრთხის წინაშე არიან როდრიგო ბენტანკური, ჯორჯო კიელინი და ალექს სანდრო.

“იუვენტუსს” ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 75 მატჩიდან საკუთარ მოედანზე ერთადერთი მარცხი აქვს განცდილი (63 მოგება, 11 ფრე). ეს ერთადერთი მარცხი 2017 წლის 14 ოქტომბრით თარიღდება, “ლაციოსთან” (1:2).

17 მარტს, “სპალთან” ფრით (0:0) შეწყდა “იუვეს” 12 მატჩიანი მოგებების სერია იტალიის ჩემპიონატში.

“იუვეს” შიდა ჩემპიონატში 2018 წელს პირველი გოლი გასულ უიქ-ენდზე "მილანისგან" გაუშვა. ბოლო 17 ტურში კი, მხოლოდ ორი გოლი აქვს გაშვებული.

“იუვენტუსი” ყველა ტურნირის ჩათვლით უკვე 25 მატჩია დაუმარცხებელია. ბოლოს ტურინელებმა “სამპდორიასთან” წააგეს გასული წლის 19 ნოემბერს (2:3). (21 მოგება, 4 ფრე).

ფედერიკო ბერნარდესკის 18 თებერვლის შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია. მან ვარჯიში დაიწყო, მაგრამ დრეს ვერ ითამაშებს.

ალექს სანდრომ და ჯორჯო კიელინიმ ტრავმების გამო სანაკრებო შეკრებები დატოვეს, თუმცა დღევანდელ მატჩს ორივე მზადყოფნაში ხვდება.

გონსალო იგუაინი დაუპირისპირდა არგენტინა – იტალიის (2:0) მატჩში მატია დე შილიოს, ჯიჯი ბუფონსა და დანიელე რუგანის.

ბუფონმა “იუვენტუსის” მაისურით იტალიის ჩემპიონატში 9 თებერვალს, მე-500 თამაში ჩაატარა.

სამი ხედირამ იტალიის ჩემპიონატში უკვე მოასწრო 9 გოლის გატანა და ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. ალექს სანდროს სამი გოლი აქვს გატანილი და გასული სეზონის შედეგი გაიმეორა.

“იუვენტუსი” 9 მაისს, იტალიის თასის ფინალში, რომელსაც ზედიზედ მეოთხედ უწია, “მილანს” დაუპირისპირდება.

ხუან კუადრადომ 23 დეკემბრის შემდეგ პირველად "მილანთან" ითამაშა და გოლიც გაიტანა.

26 მარტს მასიმილიანო ალეგრი 2017 წლის შედეგების მიხედვით იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელი გახდა კოლეგების გამოკითხვის შედეგად.

“რეალი”

სერხიო რამოსი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში შემდეგ მატჩს გამოტოვებს.

კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. 26-ჯერ კარში დაარტყა, 23-ჯერ კარს ააცილა და ამ მხრივაც საუკეთესოა.

“რეალმა” ბოლო 13 საგარეო მატჩიდან ერთადერთი თამაში წააგო (8 მოგება, 4 ფრე). ეს, “ესპანიოლთან” მოხდა 27 თებერვალს (0:1).

ეს მარცხი ლა ლიგაში მეხუთე იყო მიმდინარე სეზონში. გასულ სეზონში “სამეფო კლუბმა” ლა ლიგაში მხოლოდ სამჯერ წააგო.

მიმდინარე სეზონში ზიდანის გუნდმა 22 საგარეო მატჩიდან 19-ში გოლის გატანა მოახერხა (ჯამში 50 გოლი).

“რეალმა” ბოლო 14 მატჩიდან ყველა ტურნირის ჩათვლით კარი მშრალად მხოლდო ერთხელ შეინახა. 18 მატჩიდან კი 2-ჯერ.

ისკომ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა არგენტინასთან ამხანაგურ მატჩში. მის გვერდით თამაშობდნენ მარკო ასენსიო, დანი კარვახალი, სერხიო რამოსი და ლუკას ვასკესი.

სერხიო რამოსმა იმავე არგენტინასთან 150-ე სანაკრებო მატჩი ჩაატარა.

22 მარტს, გარეთ ბეილი გახდა უელსის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი 29 გოლით და გადაასწრო იან რაშს (28 გოლი).


კომენტარები (70)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:43 | 17.03.2016
shalva (2637)

საიდან მოყავთ ეს ფეხბურთელები ვერ ვხვდები, არცერთი აზრზე არ არის თამაშის, ვერ გავიგე ნაკრებია თუ დინამო საბურთალოს გაერთიანებული კლუბი

19:10 | 17.03.2016
a.reversi (9540)

აბა რაზე მოაწყო ამხელა ცირკი და მასკარადი ხეჩიკამ და რომანჩიკამ მათ ბიჭებს თუ ვერ ათამაშებენ და სკაუტებს ვერ ანახებენ ???

16:29 | 17.03.2016
დათო გურგენიძე (1264)

უუნარონნი

16:15 | 17.03.2016
levani82 (41682)

ფეხბურთზე ხო იძახით რა გვეშველებაო და კალათბურთზე სიტუაცია ზუსტად მასეა

16:42 | 17.03.2016
shalva (2637)

კალათბურთი გვკიდია, ყოველშემთხვევაში მე მკიდია და არ მაინტერესებს

16:21 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

მოიცა მოიცა კალათბურთი რო ჩაიხვიე ძიუდოზე წყალბურთზე და რაგბზე რატო არ თქვი არაფერი

კალათბურთში ჩავარდნა გვექნება ოქროს თაობა რო წავა, მარა აი ზაზას აკადემიის ბავშვები რო გაიზრდებიან იმათი იმედი მექნება.

16:28 | 17.03.2016
levani82 (41682)

სადაც სიტუაცია უარესია იმაზე გეუბნები. ჭიდაობაზე რას იტყვი სადაც დოპინგით გამოდიან ყოველთვის იმის ეჭვი გაგიჩნდება დოპინგით ხო არ ჭიდაობსო

16:38 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

რამდენიმე დაისჯება და სხვები მიხვდებიან, ან სხვებიც დაისჯებიან. ტყულა ცდილობ სხვა სპორტები მთხლებურთს გაუთანაბრო ნეხვობაში და ფუნობაში

16:25 | 17.03.2016
levani82 (41682)

და რატომ გგონია უეჭველი ასე იქნება. ძაან დიდხნიანი ჩავარდნა გვექნება

16:27 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

ფეხბურთში იმაზე ხარ აი აი აგერ გვეშველებაო და რაღა კალათბურთში აღმოაჩინე

5-6 წლიან ჩავარდნას ველი მე და მერე ნელნელა ამოქაჩვას.

16:30 | 17.03.2016
levani82 (41682)

და გარანტიას ვინ გაძლევს რომ ისევ ასეთი თაობა იქნება

16:38 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

შენ საიდან გაქვს მთხლებურთის აყვავების გარანტია?

გითხარი ფაჩულიის აკადემიის მჯერა თუნდაც.

16:14 | 17.03.2016
M.U2015 (19400)

იმედია იტალია ამათ კარგად ამოტენის ამ დებილებს ამათ

16:13 | 17.03.2016
levani82 (41682)

Deco 20 (146) პასუხი
არაჩვენებენ ხო?

დინამო აჩვენებს

16:13 | 17.03.2016
anti (488)

ეგ წესები ვიცი ლევან

16:14 | 17.03.2016
levani82 (41682)

მერე ხალხმა რაღა რენეო სხვა მოვიწვიოთო

16:09 | 17.03.2016
anti (488)

levani82 რენე ფერეირას ნატურალიზებაზე რომ მიდგა საუბარი, ბევრმა ერთი ამბავი ატეხა არ გვჭირდება საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელიო, თურმე ისეთი მაგრები ვყოფილვარ მე ვერ ვამჩნევდი. მე იმას არ ვამბობ, რომ ფერეირა თუ ითამაშებს საქართველოს ნაკრებში, ნაკრები ვარსკვლავებს მოწყვეტს.

16:12 | 17.03.2016
levani82 (41682)

კალათბურთში და წყალბურთში ნატურალიზება ადვილია მაგათ მთავარია მოქალაქეობა მისცე და ვსიო მორჩა და ფეხბურთში 2 წესი არსებობს ის ფეხბურთელი 5 წელი აქ უნდა თამაშობდეს ან წინაპრები აქაური უნდა ჰყავდეს

16:09 | 17.03.2016
levani82 (41682)

BEERTRANCE (84659) პასუხი
მთხლებურთს უდარებ მერე მაგათ?

მარტო ეროვნული ნაკრების გამოსვლას უყურებ და იმითი აფასებ და მე მთლიანად გეუბნები კალათბურთში კარგი სიტუაცია არაა

16:20 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

ვიცი, მარა კალათბურთის გამოსწორების შანსი არის.

16:06 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

ლევან U20 რაგბის მსოფლიოი ყოველწლიურად ტარდება. გაისად იქნება ჩვენთან თუ ამას კითხულობდი.

16:09 | 17.03.2016
levani82 (41682)

ხოდა დაბლა ხო მოგწერე გაისად ჩვენთან ევროპა და მსოფლიო ჩატარდება თქო

16:04 | 17.03.2016
levani82 (41682)

anti

გინდა კარგია და ფიფას აღარ ეკითხები?

16:01 | 17.03.2016
anti (488)

ეს არის ჩვენი მომავალი? მე ამ გუნდიდან 2 კაცის გარდა საერთოდ არ ვათამაშებდი ფეხბურთს არცერთს, მეკარე ან რატომ არის კარებში ან ვინ მიცა კაპიტნის სამკლაური, ან როგორ მოხვდა პოლონეთის იაგელონიაში ვერ ვხვდები. ჩვენი პრობლემა ყოველთვის იყო ფეხბურთელის მაღალ ასაკში განვითარება, ახალგაზრდები ყოველთვის ძლიერი გვყავდა და მერე ვეღარ ვითარდებოდნენ და ამგენმა უკვე ჩაიჯვეს და რაღა უნდა განვითარდნენ? მე საქართველოს ნაკრების გასავითარებლად ფეხბურთელების ნატურალიზაციაში ვხედავ გზას, სხვა ვერ გვიშველის ვერაფერი.

16:07 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

მერე რომელი წესიერი ფეხბურთელის ნატურალიზებას შეძლებ.

15:59 | 17.03.2016
levani82 (41682)

კი აგუერო დღეს მარტო 1 თამაშია

16:01 | 17.03.2016
რენე ფერეირა (6798)

კაი ძმა წარმატებები

15:58 | 17.03.2016
Buratino (3505)

პოლიტიკა კი მკიდია მაგრამ ნეტავ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ სპორტის მინისტრად სიმართლის მოყვარული პიროვნება დანიშნოს. სადაც სამართალია, მე მის ადგილას, იმ უზარმაზარ დაფინანსებას რაც ფეხბურთს გამოუყვეს, მნიშვნელოვნად შევუკვეცავდი და წარმატებულ სახეობებს (რაგბი, ძიუდო, ჭიდაობა, კალათბურთი, წყალბურთი) გამოვუყოფდი

16:01 | 17.03.2016
levani82 (41682)

გგონია კალათბურთში საქმე კარგადაა ან კიდევ ჭიდაობა სადაც დოპინგით ჭიდაობენ.

შენი სტატიები კიდევ არის?

17:04 | 17.03.2016
Buratino (3505)

ჩემი არაა ეგ სტატიები, ჩემი მხოლოდ კომენტარებია. კალათბურთს და ჭიდაობას რაც შეეხება, პრობლემების მიუხედავად ფეხბურთზე ბევრად წარმატებულია

16:06 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

მთხლებურთს უდარებ მერე მაგათ? DDDDDDDDDDDDDDDD

15:55 | 17.03.2016
levani82 (41682)

Deco 20

ზუგდიდი გელის

16:01 | 17.03.2016
Deco 20 ,,M.U (904)

ზუგდიდი არაა სანერვიულო. წესით უნდა მოუგოდ

16:02 | 17.03.2016
levani82 (41682)

რაღაც ჰანდიკაპი მგონია

16:04 | 17.03.2016
Deco 20 ,,M.U (904)

ვის სასარგებლოდ?))

16:04 | 17.03.2016
levani82 (41682)

ვის სასარგებლოდ იქნება ეხლა

16:07 | 17.03.2016
Deco 20 ,,M.U (904)

დინამო - დილა რომელ საათზეა?

16:07 | 17.03.2016
levani82 (41682)

6

16:10 | 17.03.2016
Deco 20 ,,M.U (904)

არაჩვენებენ ხო?

15:54 | 17.03.2016
levani82 (41682)

BEERTRANCE

გიგუშ რაგბში U20 მსოფლიო გაისად არაა?

15:53 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

მაგარი ამბავი გაისად თურმე ევროპა ჩვენთან ჩატარდება, მერე ევროპაზე გასული გუნდები უარეს არ გვიზამენ? გადაიტანონ სხვა ქვეყანაში სირცხვილი აგვაშორონ.

15:56 | 17.03.2016
levani82 (41682)

ეგ U19-ში ტარდება

15:53 | 17.03.2016
რენე ფერეირა (6798)

კომენტატორები ცალკე თემაა.ყველა პასზე იძახდნენ შესანიშნავი გადაცემა გააკეთაო

15:53 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

ეგ ტრადიციულად. ყველა პასი შესანიშნავი გვაქვს.

15:56 | 17.03.2016
რენე ფერეირა (6798)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

15:56 | 17.03.2016
რენე ფერეირა (6798)

სი.ები დამიბლოკა ამ სი.რ.მა

15:52 | 17.03.2016
levani82 (41682)

აგუერო(94)

წავედი წავედი თამაშზე

15:54 | 17.03.2016
რენე ფერეირა (6798)

ტელევიზორში არ აჩვენებენ?

15:55 | 17.03.2016
levani82 (41682)

არა

15:57 | 17.03.2016
რენე ფერეირა (6798)

დინამო- დილაა მარტო დღეს?

15:50 | 17.03.2016
რენე ფერეირა (6798)

ამას ჯობდა ორი ბედისთვის მეყურებია

15:52 | 17.03.2016
levani82 (41682)

ეგ დროგბას საქმეა

15:49 | 17.03.2016
რენე ფერეირა (6798)

ისე რუსებსაც არ აქვთ კარგად საქმე

15:52 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

დიდი შეღავათი ჩვენთვის DDDDDDDDDDDDDDDDD

15:48 | 17.03.2016
Somelio (806)

ფეხბურთი მოკვდა საქართველოში.... რაგბი ჩვენი თამაშია

15:48 | 17.03.2016
ika13 (912)

მამიკოს ბიჭები მარტო ფეხბურტელებია. ზურაბიშვილი? გეგონება გარდერობის აწყობის ინსტრუქციას კითხულობსო….ემოცია აქვს ნოლი.

15:46 | 17.03.2016
რენე ფერეირა (6798)

ფრე მაინც დაგვემთავრებია

15:46 | 17.03.2016
M.U2015 (19400)

იმედია იტალია ამათ კარგად ამოტენის ამ დებილებს ამათ

15:52 | 17.03.2016
Deco 20 ,,M.U (904)

დამშვიდდი ჩემო ძმაო წინ კიდე გვიწევს ნერვიულობა)))

15:46 | 17.03.2016
levani82 (41682)

აგუერო(94)

ჯიგარო

15:47 | 17.03.2016
რენე ფერეირა (6798)

ჰო ჯიგარ

15:49 | 17.03.2016
levani82 (41682)

ეჰ როგორ წავაგეთ რა. სახლში ვთამაშობთ და გაგვაგდეს

15:51 | 17.03.2016
რენე ფერეირა (6798)

მეც გაკვირვებული ვარ.დდდ

15:54 | 17.03.2016
Deco 20 ,,M.U (904)

15:45 | 17.03.2016
Gela Chitidze (218)

გარდაიცვალა ქართული ფეხბურთი.

15:46 | 17.03.2016
levani82 (41682)

ეხლა გიგა მოგწერს აქამდე ცოცხალი იყოო?

16:09 | 17.03.2016
Gela Chitidze (218)

ახალგაზრდულ ასაკში ყოველთვის ესინჯებოდა მაჯა, დღეს კი აბორტი გაუკეთეს.

15:45 | 17.03.2016
giomebo (1190)

თამაში არ იციან არ იციან მაგრამ ზოგიერთს პირის გაპარსვა მაინც ასწავლონ, ელემენტარულია მოუწესრიგებელი ადამიანების შთაბეჭდილებას რომ ტოვებენ.

15:45 | 17.03.2016
ika13 (912)

აი, ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა წააგო ტაქტიკურად თამაში….მაისურაძე ამ შესარჩევში იყო ნოლი. რაზე მოიყვანეს საერთოდ? ორივე თამაში მწვრთნელმა წააგო. თუნდაც იმიტომ რომ ვერ აუხსნა თავის ფეხბურთელებს, რომ ბურთი ადამიანზე სწრაფად გადაადგილდება და პასია საჭრო….

15:45 | 17.03.2016
Buratino (3505)

მორჩა კინო, წადით სახლში! ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი სირცხვილი და ჩასვრა. საფეხბურთო ჩინოვნიკების ადგილას მე ე.წ. "კრავთა მდუმარებას"-ს ავირჩევდი. გაიგეთ ფუნქციონერებო, ასეთი მამიკოს ბიჭების მოგროვებით არანაირი პერსპექტივა არ აქვს ამ ქვეყანაში ფეხბურთს

15:45 | 17.03.2016
levani82 (41682)

BEERTRANCE

რა გინდა კაცო გაისად ჩვენთან ევროპა და მსოფლიო ჩატარდება

15:52 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

აუფფ რა მაგარია DDDDDDDDDDDDDDDDD

15:45 | 17.03.2016
რენე ფერეირა (6798)

უფანტაზიოები.სად წაიღონ ბურთი არიციან

15:43 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

გაზარდე გუნდების რაოდენობა რა ხეირი ჩვენთვის. ნეხვი რო ხარ, რჩები ნეხვად.

15:43 | 17.03.2016
levani82 (41682)

ამათთან როგორ წავაგეთ. იტალიასთან ვუყურე და რუსებს არაფერი გაუკეთებია

15:43 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

იტალია ამოგვტენის (ნუ შეიძლება მეორე შემადგენლობით გამოვიდენ ცოტათი ამოგვტენონ) და ეგაა.

15:42 | 17.03.2016
რენე ფერეირა (6798)

თავსატეხი:ვის გამოარჩევდით საქართველოს ნაკრებში?

15:42 | 17.03.2016
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ფუუუ რაში უხდიან მაისურაძეს ხელფას ყოველივე ამ სინეხვეში ? :X

15:41 | 17.03.2016
arturi-baierni (24493)

ვასკა რაში ეტყობა ამ ბიჭებს შენი ხელი არაფერში არც ხელი ეტყობა და თვითონაც ზალიან დაბალი კლასი აქვთ

15:41 | 17.03.2016
levani82 (41682)

მალე U19 ჩაერთვება

15:41 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

მაგენი ჰო მოწყვეტენ ვარსკვლავებს

15:39 | 17.03.2016
ფლიპი (2755)

აქ ხო მაინც ვერ დააბრალებ ფულს არა? 17 წლისები არიან...

15:37 | 17.03.2016
levani82 (41682)

BEERTRANCE (84643) პასუხი
რაია

აგერ ვარ თამაშზე არ წავსულვარ თქო

15:37 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

კარგად მოქცეულხარ DDDDDDDDDDDDDDDDDDDD

მეტის ნახვა
0.262493
3446