ფეხბურთი

23:00 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა: "სევილია" სიკვდილამდე იბრძოლებს"

ესპანური “სევილიას” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა “ბაიერნთან” მატჩამდე ჟურნალისტებს გაესაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

“როდესაც სამ დიდ ტურნირზე თამაშობ, როგორც ჩვენ, ბევრ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ენერგიას ხარჯავს. თუმცა, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ამ სიტუაციაში ვიმყოფებით, ჩვენ ყოველ სამ დღეში დიდ მატჩებში ვთამაშობთ.

გუნდის ფიზიკური კონდიციციები არ მაშფოთებს და მოტივაციის მხრივაც ყველაფერი კარგადაა. ასეთ დონეზე არ აქვს მნიშვნელობა დაღლილი ხარ თუ არა. “ბაიერნს” უყვარს ბურთის კონტროლი და რაც შეიძლება ბევრი გოლის გატანა. “სევილია” მეოთხედფინალში სიკვდილამდე იბრძოლებს”, - განაცხადა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ “სევილიისა” და “ბაიერნის” მატჩი 3 აპრილს, “სანჩეს პისხუანზე” გაიმართება.

0.118832