ფეხბურთი

22:30 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტაკინარდი: "ზიდანი უკეთესი მწვრთნელია, ვიდრე ფეხბურთელი იყო"

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი ალესიო ტაკინარდი მიიჩნევს, რომ ზინედი ზიდანი ბევრად უკეთესი მწვრთნელია, ვიდრე ფეხბურთელი იყო.

“მე ვიტყვი, რომ ზიდანი უკეთესი მწვრთნელია, ვიდრე ფეხბურთელი იყო. ის გახდა ბევრად კარგი მწვრთნელი, ტაქტიკურად ძალიან ძლიერია და ყოველთვის საუკეთესო არჩევანს პოულობს. დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრა როგორც მწვრთნელი ბევრი პრობლემა შეუქმნა მეტოქეებს. შეუძლია გადაწყვიტოს მატჩის ბედი და თასები მოიგოს. არასდროს მეგონა, რომ ასეთი კარგი მწვრთნელი გახდებოდა. ზიდანი ფენომენალურია”, - განაცხადა ტაკინარდიმ.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი და ალესიო ტაკინარდი “იუვენტუსში” 1996-2001 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112068