ეკატერინბურგის “ურალის” ქართველი შემტევის გიორგი ჭანტურიას ტრავმა სერიოზული გამოდგა. როგორც რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელისთვის ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ ყველაზე ცუდი ვარაუდი დაადასტურა - გიორგის მუხლის ჯვარედინა მყესები აქვს დაზიანებული და უახლოეს დღეებში გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც დაახლოებით 6-თვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს.
ჭანტურია “რუბინთან” რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში (1:1) დაშავდა. ის თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა 84-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია. გიორგიმ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე სამი გოლი და ერთი საგოლე პასია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბავშვთა სპორტული მედიცინა და მძლეოსნობა სანამ არ გვექნება მუდმივად შეგაწუხებს ეგ პრობლემა
ძალიან ცუდი
ფაქტიურად, მეორე ნაკრებით გვიწევს თამაში...
ეშველა წამოწვება გემოზე
რატომ კალაძე არ იღებდა ამდენ ტრამვებს, ან კობიაშვილი, ან აღველაძე და სხვები? იმიტომ რომ უფრო მოზადებულნი იყვნენ ფიზიკურად.
არველაძე
ოქრიაშვილს ტრავმები არასდროს ჰქონია.
რუსეთში გადასვლის შემდეგ: ერთხელ მიიღო ტრავმა, რომელმაც 6 თვე გამოატოვებინა. დაბრუნდა თუ არა, იგივე დაემართა მეორე ფეხზე, რასაც ასევე ოპერაცია და 6 თვე ან მეტი დასჭირდა.
ჭანტურიასაც არ აწუხებდა ტრავმები რუსეთამდე. იქ კი ზუსტად ოქრის პერიოდში მიიღო იგივე ხანგრძლივობის ტრავმა და ამას მოყვა უკვე ეს ტრავმა, ასევე 6 თვით. ჯანოსაც იგივე. თოვლში თუ გინდათ ფეხბურთის თამაში, შედეგებიც შესაბამისი გაქვთ.
კონკრეტულად, სპარტაკის 20-მდე ფეხბურთელია დამტრვრეული.
ერთ-ერთი მიზეზი კიდევ ისაა რომ განსხავებულ ვარჯიშებს ვერ უძლებენ , ყენიას მაგალითი თუნდაც. საქართველოში რო არ ქონდა გარკვეული ტიპის ვარჯიში და შალკეში რო ჩავიდა და პირველად ნახა როგორ ვარჯიშობდა სერიოზული გუნდი, ორგანიზმმაც ვერ გაუძლო რადგან მიუჩვეველი იყო.
ეგეცაა, მაგრამ მჭედლიძეს და ყენიას რუსეთში არ უთამაშიათ...შეიძლება ინდივიდუალური პრობლემაა ან საწყის ეტაპზე დაშვებული შეცდომები
ფაქტია უბრალოდ, რომ ოქრის თითქმის არასდროს ჰქონია რამე სერიოზული ტრავმა და რაც მაგ დდმ### ქვეყანაში გადავიდა, ფეხბურთი აღარ უთამაშია.
ფიზიკური მომზადება აკლიათ ალბათ, რატომ არ იმტვერევიან ასე ადვილად ჩვენი მორაგბეები?
ისე, რატო მხდება რომ ყველა ტექნიკურად მოთამაშეს ასე ემართება? მგონი ძალიან ტვირთავენ.
ჭანტურია - ანანიძე- ოქრიაშვილი-
მჭედლიძე-ყენია-უბრალოდ უიღბლობა თუ .......????
+
ფეხბურთში ამხელა თანხები რომ ჩაიდო, პირველ რიგში ბავშვების სწორ ფიზიკურ აღზრდაზე და განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული, თორემ კი ხედავთ რა კატასტროფაა! საკმარისია ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელს ვინმე დაეჯახოს, იმწუთში საკაცით გაყავთ და მეორე დღეს რომელიღაც სტატიაში მისი სურათია საავადმყოფოდან მომღიმარი და ორ თით აწეული, სათაურით ექვს თვეს ვერ ითამაშებს, ჭანტურიას რათქმაუნდა მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.