“ბარსელონას” ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა ტრავმით გამოწვეული ორკვირიანი უქმობის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
29 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ჩელსისთან” დაპირისპირებისას დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობდა. კლუბის სამედიცინო შტაბი ვარაუდობდა, რომ ბუსკეტსს “რომასთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა ესპანური გამოცემების ცნობით, ის 4 აპრილს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.