ფეხბურთი

16:23 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა: “სათადარიგო სკამზე ასე ხშირად პირველად ვზივარ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა მის ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ საუბრობს. 25 წლის წლის ფეხბურთელმა Telefoot-თან საუბრისას განაცხადა, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა კარიერის განმავლობაში პირველად უძნელდება.

“მოურინიოსთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ. “სუონსისთან” ძირითად შემადგენლობაში ვიყავი, რაც ბოლო დროს იშვიათობაა. ჩემს კარიერაში პირველად ხდება, რომ სათადარიგო სკამზე ასე ხშირად ვარ. თუმცა, “იუნაიტედის” დატოვებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს”, - განაცხადა პოგბამ.

პოლ პოგბამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 27 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მასსა და ჟოზე მოურინიოს შორის კონფლიქტზე, რის გამოც ფრანგის ინგლისიდან წასვლას ვარაუდობენ.

0.113862