კალათბურთი

12:55 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 2 დაფარება და გამარჯვება “ფინიქსთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “ფინიქსი” 117:107 დაამარცხა. ზაზამ პარკეტზე მხოლოდ 5 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიას ფარისკენ არ უსვრია, ჩვენებურმა ორი ბლოკ-შოტი შეასრულა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 36:18 მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომელმაც გუნდს 29 ქულა და 11 მოხსნა შესძინა. კლეი ტომპსონს 23 ქულა ჰქონდა. “ფინიქსში” 22 ქულით ჯექსონი გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 56 მოგებით და 21 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში “ოქროს შტატელები” გასვლაზე “ოკლაჰომას” შეხვდებიან, მატჩი 4 აპრილს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

0.113564