ფეხბურთი

13:21 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “კრიშტიანუ რონალდუ ჩემი უძილობის მიზეზი გახდა”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი უძილობის მიზეზი, უკვე რამდენიმე დღეა, კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ.

“ეს არის მატჩი, რომელზეც ძალიან ბევრს ვფიქრობთ. უამრავი სირთულეა და ეს უნდა დავძლიოთ. ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენ. ამას ისტორიაც ამბობს.

როდესაც ვსაუბრობთ მადრიდის “რეალზე”, ყოველთვის გვახსენდება, რომ იქ თამაშობს კრიშტიანუ რონალდუ. როდესაც წარმოვიდგენ ჩემს თავს მის პირისპირ, ვეღარ ვიძინებ და ის ჩემი უძილო ღამეების მიზეზი გახდა”, - განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “რეალის” მატჩი 3 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120904