ფეხბურთი

11:28 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენციელებმა დავიდე ასტორის ხსოვნას პატივი მიაგეს

ფლორენციის “ფიორენტინამ” 1 აპრილს პერსონალი, მთელი გუნდი და მათი ოჯახის წევრები სააღდგომო სადილზე შეკრიბა. აღნიშნულის მიზეზი ერთი თვის წინ გარდაცვლილი კაპიტანი – დავიდე ასტორი გახლდათ.

“იების” მოთამაშეებმა სადილის დაწყებამდე ასტორი მოიგონეს და გარდაცვლილ თანაგუნდელს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ამასთან, აღნიშნულ დღეს, “ფიორენტინას” ვეტერანი კაპიტნის ჯანკარლო ანტონიონის იუბილე გახლდათ, რომელსაც 64 წელი შეუსრულდა და კლუბმა შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა, რომ იტალიელი ლეგენდა დაეფასებინა.

საერთო ჯამში ღონისძიებას, რომელიც აწ გარდაცვლილი დავიდე ასტორის სახელობის სამწვრთნელო ბაზაზე გაიმართა, 120 ადამიანი დაესწრო.

0.130133