ავტოსპორტი

1:19 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბიძინაშვილმა მაინც გაიმარჯვა

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის ავტოდრომმა, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპს უმასპინძლა. კვირას პირველი ეტაპის ორი რბოლა ჩატარდა. ქართველი და უცხოელი მრბოლები, ერთმანეთს ლეჯენდსის და ფორმულა ალფას კლასებში შეეჯიბრნენ.

როგორც ყოველთვის მაყურებელი ლეჯენდსის კლასში საინტერესო ბრძოლის მომსწრე გახდა. ამჯერადაც თავის არჩილ ბიძინაშვილმა ისახელა, რომელმაც პირველი რბოლისგან განსხვავებით, მეტოქეები შუა რბოლაში ჩამოიტოვა და ფინიშამდე იოლად შეინარჩუნა მოწინავე პოზიცია.

რბოლის დასაწყისში ინციდნტი მოხდა, რომლის გამოც, პირველი რბოლის გამარჯვებული ალეკსეი ხაიროვი რბოლას გამოეთიშა, გიგა ბიძინაშვილს კი მანქანა დაუზიანდა. შემთხვევა იმდენად სერიოზული იყო, რომ რბოლა მცირე ხნით შეყწდა. რამდნმე წუთი კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მექანიკოსებს უმცროსი ბიძინაშვილის მანქანა შეეკეთებინთ და ისიც რესტარტისთვის მწყობრში იყო.

ერთადრთი, ვინც რესტარტის შემდეგ უფროს ბიძინაშვილს მეტოქეობა გაუწია, დათა ქაჯაია იყო, მაგრამ მას შუა რბოლისას ისევ იღბალმა უმტყუნა და ფინიშამდე მიღწევის შანსი არ მისცა. ეს მე-4 წრეზე მოხდა და აქედან მოყოლებული, ბიძინაშვილს ახლოსაც ვერავინ გაეკარა.

სამაგიეროდ, მეორე ადგილისთვის ცხარე ბრძოლა გაჩაღდა. საბოლოოდ, დანარჩენებს ეფიმ განტმახერმა აჯობა, რომელმაც ფინიშთან შოთა აფხაზავას სულ რაღაც, 0.097 წამით მიასწრო. კვარცხლბეკამდე წამზე ნაკლები დააკლდა კონსტანტინე კოლიაშვილს.

ფორმულა ალფას კლასში, რამდენიმე უცხოელი (გერმანელი, თურქი, ირანლი, ლატვიელი) მრბოლის გამოსვლა იყო მოსალოდნელი. მაგრამ სტარტზე ვერცერთი ვერ ვიხილეთ. მათგან მხოლოდ ჯანკატ ჰურმოგლუმ შეძლო ჩამოსვლა, მაგრამ ტექნიკამ უმტყუნა და სტარტზეც ვერ გამოვიდა.

რბოლაში სტარტიდანვე „მია ფორსის“ სანდრო თავართქილაძე და ირაკლი ჩხეიძე დაწინაურდნენ, რომლებსაც კვალში დავით რამიშვილი ჩაუდგა. თუმცა შუა დისტანციაზე ისიც ჩამორჩა და მომსახურების სააგენტოს გუნდის მრბოლებმა კვარცხლბეკის პირველი ორი საფეხური არავის დაუთმეს. რამიშვილი მესამე ადგილს დასჯერდა. აფხაზავას და ზაზა დუდაურს კი ბოლო წრეზე ტექნიკამ უმტყუნა.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, 1-ლი ეტაპი

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი, 01.04.2018

ლეჯენდსი (რბოლა 2), 10 წრე

  1. არჩილ ბიძინაშვილი 19:27.004
  2. ეფიმ განტმახერი +5.678
  3. შოთა აფხაზავა 5.775
  4. კონსტანტინე კოლიაშვილი 6.074
  5. გიგა ბიძინაშვილი 8.304
  6. გიორგი კირვალიძე 29.287
  7. დათა ქაჯაია 6 წრე
  8. სანდრო ცხადაძე 9 წრე
  9. ალეკსეი ხაიროვი 10 წრე
  10. რეზო ბიწაძე -

ფორმულა ალფა 10 წრე

  1. სანდრო თავართქილაძე 17:26.084
  2. ირაკლი ჩხეიძე +0.402
  3. დავით რამიშვილი 25.960
  4. შოთა აფხაზავა 2 წრე
  5. ზაზა დუდაური 2 წრე
  6. ჯანკატ ჰურმოგლუ -
0.297233