ფეხბურთი

1:24 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის შესანიშნავი საგოლე პასი ესპანეთში (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ადელანტეს 33-ე ტურში “ხიმნასტიკმა” საკუთარ მოედანზე “ლუგო” ადვილად 3:0 დაამარცხა. მასპინძელთა ქართველი მცველი ოთარ კაკაბაძე ტრადიციულად 90 წუთი იყო მოედანზე.

22 წლის ჩვენებურმა თავი ამჯერადაც კარგი თამაშით გამოიჩინა და ბოლო წუთზე ხოსე მორენტემ სწორედ მისი გადაცემის შედეგად დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.

“ლუგო” სტანდარტულს ასრულებდა, როცა კაკაბაძემ ბურთი საკუთარ საჯარიმოში მოიხელთა და მეტოქის ნახევარზე ბურთიანადაც გადავიდა. შემდეგ კი, კარგ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს პასი დროულად და ზუსტად გაუკეთა.

ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ლიგა ადელანტეში ჩატარებული 27 მატჩი, 1 გოლი და 4 საგოლე პასია. რაც შეეხება “ხიმნასტიკს”, ტარაგონელები 33 ტურში მოპოვებული 39 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფებიან.

0.107846