სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ძიუდო

18:44 | 1.04.2018 | ნანახია 5533 - ჯერ

თბილისის ქართულ-ფრანგული გრან პრი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრი 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 38 ქვეყნის ნაკრებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. სამდღიანი შეჯიბრების დასკვნით დღეს საპრიზო სამეულები კაცებში 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიDშეივსო, ქალებში – 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს სახელით კონკურენციაში 15 სპორტსმენი ჩაება და მათგან 3-მა მედალი მოიპოვა. გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ჩემპიონი გახდა, გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო ონისე სანებლიძე (100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) - ბრინჯაოებს.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი თბილისის გრან პრიზე პირველ ნომრად იყო განთესილი. საქმეში მეორე წრიდან ჩაება და აზერბაიჯანელი ჯალილ შუკუროვი ორ წუთში დაანარცხა ბეჭებზე. ჰოლანდიელ ხურ სპიკერსს წუთი აკმარა. ნახევარფინალში ლევან მატიაშვილი შებოჭა. ფინალში კი ირანელ ჯავად მაჰჯუბთან ვაზარით ჩამორჩენა შებოჭვით შემოატრიალა, თავად თბილისის გრან პრიზე პირველი მედალი მოიპოვა, საქართველოს ნაკრებს კი მეხუთე ოქრო მოუტანა და გუნდურ ჩათვლაში გაჩემპიონება გაუნაღდა.

გრან პრის ჩემპიონობით გურამ თუშიშვილმა 700 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ვერცხლის პრიზიორმა გიორგი პაპუნაშვილმა – 490, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებმა ონისე სანებლიძემ და ლევან მატიაშვილმა – 350-350.

გიორგი პაპუნაშვილმა პირველ მეტოქეს – თურქმენ ტეჟენ ტეჟენოვს სამ წუთში ორი ვაზარი შეუსრულა. ბრაზილიელ გუსტავო ასისთან ვაზარით ჩამორჩა, მაგრამ სწრაფადვე გამოიჭირა მეტოქე შებოჭვაზე. პოლონელ პიოტრ კუჩერას წუთი და 37 წამი აკმარა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს შეხვდა. უილეთო შეხვედრაში, საფინალო გონგამდე 17 წამით ადრე გროსკლაუსმა მესამე გაფრთხილება მიიღო.

საჩემპიონო ბრძოლაში გიორგი პაპუნაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონს - ბრაზილიელ რაფაელ მასედოს დაეჭიდა და დაძაბულ ბრძოლაში, მეექვსე წუთზე ვაზარით დამარცხდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურში შემავალ ტურნირებზე პაპუნაშვილი საპრიზო სამეულში პირველად შევიდა.

ჭაბუკებს შორის ევროპის და მსოფლიოს პრიზიორმა ონისე სანებლიძემ გერმანელი დომენიკ შონეფილდისა და ბრაზილიელი ლეონარდო გონსალვეშის ძლევის შემდეგ, ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა – რუსეთის ნაკრების წევრ მერაბ მარგიევთან შებოჭვაზე მოჰყვა. რეპეშაჟში 19 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ ყაზახი ჟასულან მუხამეტხანოვი დაამარცხა, "ბრინჯაოს ფინალში” კი თანაგუნდელ იასონ ნემსაძეს დასჭიდებოდა, მაგრამ ტატამზე მარტო მოუწია გასვლა და უბრძოლველად იმარჯვა.

იასონ ნემსაძემ ძირითად ბადეში ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ლიტველი კაროლის ბაუზას, რუსი რამაზან მალსუიგენოვისა და ირლანდიელი ბენჯამინ ფლეჩერის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში ებრაელ პეტერ პალჩიკთან წააგო.

მძიმე წონაში ოთხი ქართველიდან სამი სატურნირო ბადის ერთ მხარეს მოხვდა. ადამ ოქრუაშვილისა და ლევან მატიაშვილის გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა და უილეთო ბრძოლის ბედი ოქრუაშვილის მესამე გაფრთხილებამ გადაწყვიტა. ამ წაგების შემდეგ ადამ ოქრუაშვილს ბრინჯაოს მედლისთვის უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა, მაგრამ ტატამზე აღარ გასულა.

ლევან მატიაშვილმა თანაგუნდელის ძლევამდე კუბელი ენდი გრანდა ჩამოიშორა. გურამ თუშიშვილთან წაგების მერე კი, რეპეშაჟის ფინალში ფრანგი ჰამზა ოუჩანი დაანარცხა ტატამს დაგ რან პრის კვარცხლბეკზე მეცხრედ ავიდა.

ბადის მეორე მხარეს ონისე ბუღაძემ ყაზახ დაურენ ნურალინოვსა და ბრაზილიელ ჯონას ინოსენსიოს მოუგო. ნახევარფინალში კი ირანელ მაჰჯუბთან ვეღარას გახდა და ბრინჯაოს მედლისთვის ჰოლანდიელ სპიკერსს დაეჭიდა. უილეთო 4 წუთის შემდეგ, ბრინჯაოს ბედი "ოქროს დროში” შიდომ გადაწყვიტა, ჰოლანდიელის სასარგებლოდ.

დღესვე, საქართველოს სახელით ტატამზე გავიდნენ: გიორგი გველესიანი, ნოდარ ბერიანი, თორნიკე ჯუღელი (სამივე 90 კგ), ლაშა ტაველური, დავით ოზბეთელაშვილი (ორივე 100 კგ), ნინო ოძელაშვილი (70 კგ), სოფიო სომხიშვილი და ელენე ქებაძე (ორივე +78 კგ), მაგრამ ტურნირს დილის პროგრამაში გამოეთიშნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილზე გასულ საფრანგეთს მხოლოდ ვერცხლ-ბრინჯაოებით აჯობა. ფრანგებმა ხუთივე ოქროს მედალი ქალთა შეჯიბრებაზე მოიპოვეს.

ძიუდო

თბილისის გრან პრი

30 მარტი – 1 აპრილი

კაცები

60 კგ

1 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ლაშა ჩადუნელი (საქართველო)

3 თემურ ნოზაძე (საქართველო)

66 კგ

1 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

2 დანიელ კარნინი (ბრაზილია)

3 შახრამ ახადოვი (უზბეკეთი)

3 დანიელ ჟანი (საფრანგეთი)

5 ლაშა გიუნაშვილი (საქართველო)

7 ნიკო ჭიკაიძე (საქართველო)

73 კგ

1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

2 ფრიდონ გიგანი (საქართველო)

3 ნილს სტამპი (შვეიცარია)

3 სემ ვანტვესტენდი (ჰოლანდია)

7 ომარ ნიაზაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო)

2 ანრი ეგუტიძე (პორტუგალია)

3 სერგეი კრივჩაჩი (უკრაინა)

3 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

5 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)

7 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

90 კგ

1 რაფაელ მასედო (ბრაზილია)

2 გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)

3 პიოტრ კუჩერა (პოლონეთი)

3 ლი კოხმანი (ისრაელი)

100 კგ

1 პეტერ პალჩიკი (ისრაელი)

2 მერაბ მარგიევი (რუსეთი)

3 ჟორჟ ფონსეკა (პორტუგალია)

3 ონისე სანებლიძე (საქართველო)

5 იასონ ნემსაძე (საქართველო)

7 დავით ოზბეთელაშვილი (საქართველო)

+100 კგ

1 გურამ თუშიშვილი (საქართველო)

2 ჯამალ მაჰჯუბი (ირანი)

3 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

3 ხურ სპიკერსი (ჰოლანდია)

5 ონისე ბუღაძე (საქართველო)

7 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

ქალები

48 კგ

1 მარუსა სტანგარი (სლოვენია)

2 მილისა ნიკოლიჩი (სერბეთი)

3 მელანი კლემენი (საფრანგეთი)

3 სარა მენეზეში (ბრაზილია)

52 კგ

1 ამანდინ ბუჩარი (საფრანგეთი)

2 ეველინ ჩოპი (შვეიცარია)

3 გულბადამ ბაბამურატოვა (თურქმენეთი)

3 ანია შტანგარი (სლოვენია)

7 მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)

57 კგ

1 ტერეზა შტოლი (გერმანია)

2 ელენ რესევო (საფრანგეთი)

3 ტიმნა ნელსონ ლევი (ისრაელი)

3 ამელია შტოლი (გერმანია)

63 კგ

1 კლარის აგბენონუ (საფრანგეთი)

2 კაროლინა ტალახი (პოლონეთი)

3 ლუბიანა პიოვესანა (ბრიტანეთი)

3 ლუსი რენშალი (ბრიტანეთი)

70 კგ

1 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)

2 კელიტა ზუპანჩიჩი (კანადა)

3 მარიამ ჭანტურია (საქართველო)

3 კაროლა პაისონი (იტალია)

78 კგ

1 ოდრი ჩემეო (საფრანგეთი)

2 ანასტასია ტურჩინი (უკრაინა)

3 მადელინ მალონგა (საფრანგეთი)

3 ბეატა პაჩუტი (პოლონეთი)

+78 კგ

1 რომან დიკო (საფრანგეთი)

2 მარინა სლუცკაია (ბელარუსი)

3 სანდრა იაბლონსკიტე (ლიტვა)

3 ან ფატუმატა მბაირო (საფრანგეთი)

საერთო გუნდური ჩათვლა

ო ვ ბ V VII

1 საქართველო 5 3 6 4 6

2 საფრანგეთი 5 1 4 1 1

3 ბრაზილია 1 1 1 0 4

4 ისრაელი 1 0 2 3 2

5 გერმანია 1 0 1 2 1

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (80)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:04 | 25.04.2018
BEERTRANCE (97208)

წარმატებები ევროპაზე.

21:49 | 25.04.2018
beso68 (2776)

ჩვენი დროით 13სთ-ზე დაიწყება წინასწარი შეხვედრები

21:20 | 25.04.2018
mushni (79256)

დროა ოქროებოს

22:00 | 25.04.2018
beso68 (2776)

2 ოქროს ვფიქრობ მინიმუმ

20:12 | 25.04.2018
გარეჯი (3281)

ბექას იგოლნიკოვი ყავს ბადეში დანარჩენი არა უშავს. შავმა მინდა ორუჯოვს მოუგოს ფინალში.

21:02 | 25.04.2018
G.G.G (145)

იგოლნიკოვი მგონია რომ ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია ჩემპიონობის. თუ ერთმანეთამდე მიახწიეს(რაც დიდად სავარაუდოაა) მანდ გამოჩდება კარგად ბექას რეალური ძალა...

21:13 | 25.04.2018
mushni (79256)

+1

17:42 | 25.04.2018
mushni (79256)

ალიოოო

17:42 | 25.04.2018
mushni (79256)

ადმინ..დადე ახალი

15:16 | 25.04.2018
G.G.G (145)

კენჭისყრა რომელ საათზეა ხო არ იცით?

17:22 | 25.04.2018
Socrates (689)

ეხლა დამთავრდა 17:20

17:41 | 25.04.2018
mushni (79256)

დადე ბადეები

18:21 | 25.04.2018
G.G.G (145)

არ არის ცუდი ბადე. თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდა მეოთხედფინალამდე თითქმის ყველას ნორმალური ბადე შეხვდა.
http://www.ippon.org/eju_sen2018.php

11:25 | 24.04.2018
ვალენსია (571)

ოლიმპიადის კვალიფიკაცია რომელი ტურნირიდან იწყება არ იცით? ვერსად ვერ ვნახე

17:22 | 25.04.2018
Socrates (689)

ჩინეთის გრანპრიდან

20:24 | 22.04.2018
mushni (79256)

ადმინ დადე ახალი რამე ზეგ იწყება უკვე ევროპა

20:33 | 21.04.2018
minimum iponi (248)

ტეპლიცაზე დღეს ორი ბრინჯაო გვაქვს..პრიზიორები 60 და 66 კგში. ლუკა კაპანაძემ უნგრელ სპორცმენს მოუგო ბრინჯაოს ფინალი..წიფიანმა სამწუხაროდ დათმო შეხვედრა...
#ადმინ გაიღვიძეთ!!!!!

11:13 | 21.04.2018
minimum iponi (248)

სად გაიფანტა ხალხი.ტეპლიცას არ უყუროთ დღეეს?მომავალი ჭიდაობს ქართული ძიუდოსი... #admin რატო პასიურობთ ერთი ინფო არ დაგიდიათ გრანპრის მერე რა უბედურებაა ეს

12:54 | 09.04.2018
გარეჯი (3281)

აი ეს ევროპა მოიგოს თუშიმ და მერე მართლა ვთქვათ რომ უძლიერესი ძიუდოისტი გვყავს მძიმეში. თუ რინერიც გამოვა მაშინ მინიმუმ ფინალში გასვლა უნდა შეძლოს. რუსებს მძიმეში ის ყავთ თუშის რომ მოუგო,გროლი, კრაპლეკი. ძალიან მაგარი სასტავია მძიმეში. 60 ცი გაორებას მძიმეს გაორება ჯობდა ჩემი აზრით და მატიაშვილი მაგრად მოემზადებინათ

15:15 | 10.04.2018
ალექსანდრე (4670)

დღეს მოიხსნა რინერი და აღარ გამოვა ევროპაზე.

18:55 | 12.04.2018
mushni (79256)

კაია

21:42 | 08.04.2018
ვალენსია (571)

ქრისტე აღსდგა

გილოცავთ ყველას

ბიჭებო იცით რა მაინტერესებს? ჭანტურია რატომ არ მიყავს თენაძეს ხომ არ იცით? და გუნდური არ იქნება ამ ევროპაზე? მერე რუსეთში ტარდება და შერეული გუნდური და ანუ ისრაელში არაა თუ როგორ არის

15:16 | 10.04.2018
ალექსანდრე (4670)

ამ ევროპაზე გუნდური არ ტარდება, მარტო პირადია.

14:40 | 09.04.2018
G.G.G (145)

მარტო ბიჭებს ეკითხები თუ გოგოების აზრიც გაინტერესებს?

13:01 | 15.04.2018
ვალენსია (571)

რა თქმა უნდა შენი აზრიც მაინტერესებს

18:56 | 12.04.2018
mushni (79256)

რა გქვია გეხუტუნე

15:12 | 17.04.2018
G.G.G (145)

გიორგი მქვია გეხუტუნე.

00:42 | 18.04.2018
mushni (79256)

საღოლDDDDDDDDDD

13:05 | 18.04.2018
G.G.G (145)

09:38 | 18.04.2018
ალექსანდრე (4670)

გოგო გეგონა?

01:29 | 25.04.2018
mushni (79256)

ხოDDDDD

21:11 | 08.04.2018
გარეჯი (3281)

თურქეთიც მაგარი ფარჩკი ქვეყანა რუსეთისა არ იყოს სპორტული თვალსაზრისით (არა ისედაც ბანძები არიან) ერთი ოქრო აიღეს თურქებმაც ისიც საგარეჯოელი გირგი რევაზიშვილის ჯღანას ბიჭმა. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ

21:08 | 08.04.2018
გარეჯი (3281)

დღეს ზოგადად ყველაზე მაგარი დღეა და ყველას გილოცავთ

18:16 | 08.04.2018
tiko (5545)

დღეს ნამეტანი ცუდი დღე იყო

18:14 | 08.04.2018
tiko (5545)

ქრისტე აღსდგა

16:52 | 08.04.2018
airvika13 (655)

ქრისტე აღსდგა გილოცავთ ყველას!!!ჭანტურიაზე თენაძემ თქვა რომ ტრავმა მიიღო და მაგიტომ არ მიყავთ თან ჯერ პატარაა და არ არის საჭირო ზედმეტად დავტვირთოთო....მე რაღაც მხრივ ვეთანხმები ჯობია ნელნელა შეაჩვიონ დიდებს და ოლიმპიური წლისთვის უკვე სრულ მზადყოფნაში იყოს!!

11:13 | 08.04.2018
ვალენსია (571)

ქრისტე აღსდგა

გილოცავთ ყველას

ბიჭებო იცით რა მაინტერესებს? ჭანტურია რატომ არ მიყავს თენაძეს ხომ არ იცით? და გუნდური არ იქნება ამ ევროპაზე? მერე რუსეთში ტარდება და შერეული გუნდური და ანუ ისრაელში არაა თუ როგორ არის

15:09 | 08.04.2018
hamilton (1371)

არა, არ იქნება გუნდური ისრაელში ცალკე რო ტარდება მერე რუსეთში შერეული ეგაა მარტო წელს ევროპის გუნდური

12:23 | 08.04.2018
lagashi (2723)

ჭეშმარიტად აღსდგა,

მეც მაინტერესებს, ჩემი აზრით საერთაშორისო ტურნირებით უნდა დაიტვირთონ გოგონები, თორემ როგორც ჩანს საქარათველოში იმდენად დაბალი კონკურენციაა რომ ნორმალური სპარინგპარტნიორებიც არ ჰყავთ და ვერ პროგრესირებენ

18:32 | 07.04.2018
tiko (5545)

ჯღანოვიჩმა მოიგო , ულოცავ, გვარი დაიბრუნე ჯობიაააააააააააა და სახელიიიიიიიიიიიიიიიიი

18:26 | 07.04.2018
tiko (5545)

მალადეც ტატოოოოოოოოოოო მალადეც

16:13 | 07.04.2018
G.G.G (145)

არ ვიცი ვის დავაბრალო, მწვრთნელებს თუ ორგანიზატორებს მაგრამ ტატოს დაგვიანებულმა ტატამზე შესვლამ გავლენა იქონია მის ბრძოლის წინა ემოციურ განწყობაზე.
აშკარად მენტალურად მოუმზადებელი შევიდა ტატამზე.

მაგრამ მაინც, ძალიან კარგი ბიჭია და აშკარად პროგრესირებს.

17:47 | 07.04.2018
tiko (5545)

თან ახალ წონაში

17:44 | 07.04.2018
tiko (5545)

ტატო მართლაც რომ კარგად პროგრესირებს

18:42 | 07.04.2018
G.G.G (145)

თან ესეთ ახალგაზრდა სპორტსმენტ აუცილებლად ჭირდება დრო ძალების და ცოდნის მობილიზებისთვის რომ სათანადოდ განეწყოს ბრძოლისთვის.
ესე ფაცხაფუცხით შევარდნა ტატამზე თავის კვალს ტოვებს.
წარმატებები ტატოს. დიდი იმედი მაქვს მისი!

14:06 | 07.04.2018
tiko (5545)

ისე შეეკრა მეგონა დააგდო და ეგაათქო, როგორ დატრიალდა

14:09 | 07.04.2018
beso68 (2776)

ეტყობოდა ქართული სკოლის აღზრდილი რომ იყო, უცხოელებიდან თითოოროლა თუ გააკეთებდა ამას

15:36 | 07.04.2018
tiko (5545)

აშკარად

14:06 | 07.04.2018
tiko (5545)

ბრინჯაოს აიღებს

14:03 | 07.04.2018
beso68 (2776)

არა უშავს, ტატომ მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კარგი მოჭიდავე იზრდება

14:05 | 07.04.2018
tiko (5545)

კი, მაგრამ გული დამწყდა ცუდად წააგო

14:03 | 07.04.2018
tiko (5545)

გვარებს რაღას ერჩიან გვარები და დარწმუნოება მაინც შეინარჩუნონ რა ჯანდაბააააა ეს

14:02 | 07.04.2018
hendrixa (110)

ბოლოს როგორ დაიღალა

14:01 | 07.04.2018
tiko (5545)

აუუუუუ ეს ნაირად დატრიალდა

13:48 | 07.04.2018
tiko (5545)

ისე თურქეთის სახელით ორი ქართველია ნაკრებში, ჟხანას ბიჭი და სვანი

13:47 | 07.04.2018
hendrixa (110)

აშკარად არ იყო ვაზარი

13:46 | 07.04.2018
tiko (5545)

დღეს მარტო ტატოს იმედად ვართ

13:45 | 07.04.2018
tiko (5545)

ნიაზას მართო მარილი არა კრახმალიც აკლია

13:37 | 07.04.2018
tiko (5545)

მსაჯებმა არაფერი გაუჩალიჩონ ტატოს უკვე მეშინია

13:37 | 07.04.2018
tiko (5545)

მეორე თურქთან მოუწევს კიდე ჭიდილი ტატოს, საკმაოდ კარგ ფორმაშია ეს თურქი

13:38 | 07.04.2018
beso68 (2776)

ჯღანას ბიჭთან

13:46 | 07.04.2018
tiko (5545)

ხო

13:36 | 07.04.2018
beso68 (2776)

არ გრცხვენია ტატო... 18 წლის ბიჭი შენზე უფროსებს რომ აბურთავებ, გაუფრთხილდი ცოტა DDDDDDD

13:33 | 07.04.2018
tiko (5545)

ნახევრფინალშია ტატო

13:29 | 07.04.2018
tiko (5545)

უხ რა დააიპონა

13:10 | 07.04.2018
beso68 (2776)

ნიაზაშვილის ჭიდაობაც მომწონს, მაგრამ რაღაცა აკლია, დასკვნით ეტაპზე აღარ გამოსდის ჭიდაობა. იმედია დღეს ბოლომდე იყოჩაღებს

13:16 | 07.04.2018
tiko (5545)

მარილი

12:40 | 07.04.2018
airvika13 (655)

ტატოში უდიდესი ტალანტი იგრძნობა....სასწაული ბიჭია და იმედია პროფესიონალურადაც მიუდგება საქმეს და ამ ბიჭის დარი არ იქნება არავინ....მე კაციაშვილის დაბრუნებასაც დიდი იმედით ველოდები და მერე ნახეთ რა იქნება -81შიDDDდა იმედია ამ კონკურენციის პირობებში რომელიმე იმ დონეზე გავა სადაც ჭრიკო იყო გასული....დიდ კონკურენციას უდიდესი ძალა აქვს და ამის იმედი მაქვს მეც

13:07 | 07.04.2018
beso68 (2776)

კი, ტატო პროგრესირებადია, აქამდე 73-ში გამოდიოდა, ეხლა 81-შიც მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებს

12:31 | 07.04.2018
beso68 (2776)

ტატოს ყოჩაღ, ეს ის ირანელი დაამარცხა, დიუსელდორფის ტურნირზე ჩემპიონი რომ გახდა და მჭედლიშვილი რომ დაგვიმარცხა

12:33 | 07.04.2018
tiko (5545)

აბა , მუსლიმების რისხვა გახდა დღეს ტატო

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.124812