მიუნხენის “ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ აპრილის ბოლოს კლუბის ახალი მწვრთნელის ვინაობა გახდება ცნობილი, რომელიც იუპ ჰაინკესს შეცვლის. "რეკორდმაისტერთა" ხელმძღვანელობა რამდენიმე მწვრთნელთან აწარმოებდა მოლაპარაკებას და რუმენიგეს თქმით ტომას ტუხელი გამოირიცხა, რადგან გერმანელმა სამსახური უკვე იშოვა.
ჰაინკესი კარლო ანჩელოტის გაშვების შემდეგ დროებით დაინიშნა თანამდებობაზე, თუმცა გადაწყვიტა, რომ "ბაიერნში" აღარ დარჩეს.
"ჰაინკესმა თავად გადაწყვიტა წასულიყო. ასევე ჩვენ გვინდა, რომ ახალმა მწვრთნელმა გერმანული იცოდეს. ჩვენმა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიძიჩმა რამდენიმე მწვრთნელთან აწარმოა მოლაპარაკება და მათ შორის ტომას ტუხელიც იყო. მან კი შეგვატყობინა, რომ სხვა კლუბთან გააფორმა ხელშეკრულება, თუმცა ეს ჩვენთვის პრობლემა არაა." - ციტირებს ESPN-ი რუმენიგეს სიტყვებს.