თურქეთის მეორე ლიგის 30-ე ტურში "ბაჰჩეშეჰირმა" "ანკარა" 94:65 დაამარცხა, გამარჯვებულ გუნდს კი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა წევრმა მაიკლ დიქსონმა ულიდერა.
27 წლის კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26 წუთში 17 ქულა, ორი გადაცემა და ერთი მოხსნა მიითვალა. დიქსონმა ექვსიდან ხუთი ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანები კი არ წაუვიდა და ექვსიდან მხოლოდ ორი მიიღო კალათმა. მაიკლმა ასევე სამი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა.
"ბაჰჩეშეჰირს" მე-18 გამარჯვება იზეიმა და მეექვსე ადგილზე იმყოფება. წინ კიდევ ოთხი ტურია დარჩენილი და დიდი ალბათობით დიქსონის გუნდი პლეი-ოფში ითამაშებს.