კალათბურთი

12:22 | 1.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” ზაზა გარეშე იმარჯვა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “საკრამენტო” 112:96 დაამარცხა. ზაზა ფაჩულია მწვრთნელმა დაასვენა და არ უთამაშია. “მეომრების” გამარჯვებაში ლომის წილი კევინ დურანტმა დაიდო, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი შესძინა. “გოლდენ სტეიტი” 55 მოგებით და 21 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

“ბოსტონმა” შინ “ტორონტოს” 110:99 აჯობა. პირველი სამი პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, გადამწყვეტი კი მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ბოსტონელებმა 28:15 მოიგეს. “კელტებში” 25 ქულით მარკუს მორისი გამოირჩა. კანადელებს შორის საუკეთესო 32 ქულით დემარ დეროზანი გახლდათ. “ბოსტონი” 53 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, ამავე კონფერენციაში 55 მოგებით “ტორონტო” პირველ პოზიციაზეა

“ნიუ იორკი” – “დეტროიტი” 109:115 (27:30, 27:26, 30:29, 25:30)

https://www.youtube.com/watch?v=gupgWT7Y_os

“ბოსტონი” – “ტორონტო” 110:99 (31:33, 22:22, 29:29, 28:15)

https://www.youtube.com/watch?v=T9RTvr4Tp6k

“მაიამი” – “ბრუკლინი” 109:110 (32:22, 23:26, 21:32, 25:21 o.t. 8:9)

https://www.youtube.com/watch?v=PbJEt6j_biQ

“საკრამენტო” – “გოლდენ სტეიტი” 96:112 (25:28, 24:29, 20:36, 27:19)

https://www.youtube.com/watch?v=hPUPQrOux00

თეგებინბა
0.117652