ჩოგბურთი

10:36 | 1.04.2018 | ნანახია NaN - ჯერ

მაიამის მასტერსი სტივენსმა მოიგო (+VIDEO)

ქალთა შორის მაიამის მასტერსის გამარჯვებული სლოან სტივენსი გახდა. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ფინალში ლატვიელი ელენა ოსტაპენკო 7:6, 6:1 დაამარცხა და WTA-ს მეექვსე ტურნირი მოიგო. სტივენსი ფინალებში ჯერჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობს. ოსტაპენკომ კი მეოთხე ფინალი წააგო.

აღნიშნული გამარჯვებით სლოანმა 1000 სარეიტინგო ქულა და 1,340,860 ამერიკული დოლარი დაიმსახურა და განახლებულ რეიტინგში მეცხრე ადგილზე იქნება, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. ოსტაპენკოს კი რეიტინგში 640 ქულა დაემატება და მეორე ადგილზე გასვლით 654,380 დოლარს მიიღებს. რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგს ლატვიელი მეხუთე ადგილზე (5611ქ) დარჩება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:29 | 19.04.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

რაღაც რომ მოხდება მერე ადვილია იმაზე ლაპარაკი

11:34 | 19.04.2023
georgianwelder (778)

ეხლა ამას რა უნდა რო თქვას? ბებიამისს კვერცხები რო ქონოდა პაპამისი იქნებოდა? დაიწყებენ ხოლმე ისე რო გვექნა ასე რო გვექნა, გექნათ მერე თქვე კაი ხალხო

0.119538