ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “მილანთან” (3:1) მატჩი შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს ჩემპიონობისთვის კიდევ 7 მატჩის მოგება სჭირდება.
“მნიშვნელოვანი იყო, რომ გამარჯვება ისევ მოვიპოვეთ და განსაკუთრებით, “მილანის” წინააღმდეგ, რომელმაც დღეს კარგი ფეხბურთი ითამაშა. სწრაფი გოლი გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ ტემპი დავაგდეთ, რამაც სირთულეები შეგვიქმნა. თუმცა, სიმშვიდე შევინარჩუნეთ და გამარჯვება მოვახერხეთ.
სკუდეტო? დარჩენილი რვა მატჩიდან შვიდი უნდა მოვიგოთ. ამჟამინდელი ქულები კი ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელადაც არ გვეყოფა. ბონუჩიმ გოლი გაიტანა, “იუვენტუსმა” მოიგო – ყველა ბედნიერია", განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” “მილანი” 3:1 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. “ბებერი ქალბატონი” “ნაპოლის” 4 ქულით სჯაბნის.