ფეხბურთი

18:04 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დაუმარცხებელი "ჩიხურა" და მოუგებელი - "ლოკომოტივი"

ეროვნული ლიგა განახლდა და მეოთხე ტურმა სტარტი თბილისიდან აიღო. “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე “ლოკომოტივმა” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა.

არადა, ახლოს იყო ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი გამარჯვებასთან, მაგრამ ათი წუთი დააკლდა. ყველაფერი კი, გაძევებით დაიწყო. “ლოკომოტივის” მარჯვენა მცველმა გიორგი გაბაძემ არასრულ ერთ წუთში ორჯერ მოახერხა მთავარი მსაჯისგან ყვითელი ბარათის დასტყუება, რომელიც შესაბამისად, წითელ ბარათად გადაიქცა. ეს 24-ე წუთზე მოხდა. მიუხედავად კაცნაკლულობისა, მასპინძლებმა ანგარიში მალევე გახსნეს. ვატო არველაძემ ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა და თავისიანები წინ გაიყვანა.

შემდეგ უკვე “ჩიხურამ” იგდო ხელთ სათამაშო უპირატესობა. სოსო ფრუიძის გუნდმა გოლის გატანა ოდენ მე-80 წუთზე მოახერხა. დემურ ჩიხლაძემ შორი დისტანციიდან დაარტყა და რევაზ თევდორაძე უძლური იყო. გოლში დიდი წვლილი შეიტანა რიკოშეტმა, თორემ დიდი ალბათობით “ლოკოს” კარის ბადე არც შეირხეოდა.

“ლოკომოტივისთვის” ეს მიმდინარე სეზონში პირველი ქულა გამოდგა, მაგრამ ბოლო საფეხურს თავი ვერ დააღწია. “ჩიხურა” კი ისევ წაუგებლად ასპარეზობს. ორი მოგება და ამდენივე ფრე – ესაა საჩხერელთა მონაგარი და მეორე ადგილზე იმყოფებიან.

“ლოკომოტივი” – “ჩიხურა” 1:1 (1:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი 2”

“ლოკომოტივი” (4-2-3-1): თევდორაძე; გაბაძე, ნ. ჭანტურია, ცნობილაძე, კომახიძე; შონია, გვალია; ღონღაძე, არველაძე (ლობჟანიძე 62), დავითაშვილი (რ. ჭანტურია 67); გავაშელიშვილი (ჯიქია 79)

მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

“ჩიხურა” (4-4-2): ჰამზიჩი; კაშია, მაისაშვილი, მირცხულავა, მეგრელიშვილი; ბუღრიძე, კაკუბავა(დობრლოვსკი 11, ჩიხლაძე 64), ჩიკვაიძე, გაბედავა; ბუხაიძე (იონანიძე 63), მარკოზაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 არველაძე (31), 1:1 ჩიხლაძე (80)

გაფრთხილება: გაბაძე (23, 24), ღონღაძე (41), არველაძე (59), თევდორაძე (71) – კაკუბავა (8), ბუღრიძე (25), მაისაშვილი (33), მირცხულავა (53), მარკოზაშვილი (65), ჩიხლაძე (74)

გაძევება: გაბაძე (24)

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110756