ფეხბურთი

17:12 | 31.03.2018 | ნანახია NaN - ჯერ

მარიო ბალოტელი: "მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელში ვარ"

ფრანგული “ნიცას” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელშია. იტალიელი ფორვარდის თქმით, პაულო დიბალას, ანტუან გრიზმანის და ნეიმარის დონეზეა.

გარდა ამისა, ბალოტელიმ მომავალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, “ინტერში” დაბრუნდება, მაგრამ “მილანში” – არა.

“არასდროს მითქვამს, რომ იტალიაში სათამაშოდ დავბრუნდები. როდესაც ვსაუბრობ ჩემს ქვეყანაზე, ეს ეხება ეროვნულ ნაკრებს, ჩემს ქალაქს, ბრეშას და ჩემს ოჯახს. არმგონია, რომ 100 მილიონია ჩემი ფასი, რადგან ეს თანხა არავინ ღირს. აგენტი იმიტომ ახსენებს 100 მილიონს, რომ ბევრი ფეხბურთელი კიდევ უფრო ძვირად გაიყიდა.

ნამდვილი სიყვარული? რთული საპოვნელია. ჩემი ოჯახი და ფეხბურთი. ვფიქრობ, რონალდუ და მესი ცალკე დგანან, მაგრამ ნეიმარს, დიბალასა და გრიზმანს შორის ნამდვილად ვარ. “ნაპოლიში” ჩემი გადასვლა თითქმის გამორიცხულია, რადგან დე ლაურენტისს არ მოვწონვარ. “ინტერში” სიამოვნებით დავბრუნდები, რადგან დიდი გუნდია და ფანტასტიკური ტიფოზები ჰყავს. მაგრამ, “მილანში” არ დავბრუნდები, ვინაიდან ცუდად მომექცნენ. ერთხელ “იუვენტუსი” სცდილობდა ჩემს გადაბირებას, თუმცა უარი ვუთხარი.

იტალიის ნაკრები? ბედნიერი ვიქნები თუ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი გახდება, რადგან ჩემი საფეხბურთო მამაა”, - განაცხადა ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, მარიო ბალოტელი “ნიცას” ღირსებას 2016 წლიდან იცავს. იტალიელს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:18 | 07.09.2023
georgianwelder (778)

ჩემთვის ესენი თანამედროვეობის პელე და მარადონა არიან, მართლა შეცვალეს საფეხბურთო ისტორია და ძალიან მაგარია რომ მოვესწარი. იმდენად მაგარი სპორტია ფეხბურთი რომ უკეთეს და უკეთეს საჩუქრებს გვიმზადებს გულშემატკივრებს, ზიდანის კარიერის ბოლოსკენ ვფიქრობდი ვიღა მოვიდოდა ისეთი რომ აღფრთოვანებაში მოვეყვანე, მაგრამ ისეთები ვნახე, რომ მადლობა ფეხბურთო )))

15:36 | 07.09.2023
Kobe Bean (21687)

ბევრი იწვალე მაგრამ მაინც ჩაგხადა იმ ჩათლახმა)))ნუ ეტენები დუქანში,მაგარი მზეზე კიდიხარ)))

14:34 | 07.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ეს ორნი არიან ქოცები და ნაცები

14:35 | 07.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

და მიდის მაგათ სექტებს შორის დაკადაკა

0.073456