ფეხბურთი

20:16 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეგვიპტეში სალაჰს პრეზიდენტად ირჩევენ

ინგლისური “ლივერპულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი სამშობლოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეგვიპტის მოსახლეობის ნაწილს სალაჰის ქვეყნის პრეზიდენტად ხილვა სურს.

საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობას ორი კანდიდატი, აბდელ-ფატაჰ ალ-სისი და მუსა მუსტაფა მუსა მონაწილეობდნენ, მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ორივეს სალაჰი ამჯობინა.

ბიულეტინში ეგვიპტელთა ნაწილმა მუსა და ალ-სისის კანდიდატურები გადახაზეს და მათ ნაცვლად მოჰამედ სალაჰი ჩაწერეს. აღსანიშნავია, რომ “ლივერპულის” შემტევმა ამ გზით მუსტაფა მუსაზე მეტი ხმა დააგროვა...

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 28 წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა და ეს სალაჰის ლიდერობით მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113683