“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობთ.
სანამ ნომინანტებზე ვიტყოდეთ, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.
თებერვალში ჩვენი გამოკითხვის გამარჯვებული გიორგი ჩაკვეტაძე გახდა, რომელმაც ხმების 37.6% მიიღო. 18 წლის ფეხბურთელი ჩვენმა მკითხველმა პირველად გამოარჩია.
აქვე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს: ჯანო ანანიძე (სექტემბერი 2016 წელი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი 2017 წელი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი), სოლომონ კვირკველია (სექტემბერი), სოლომონ კვირკველია (ოქტომბერი), როინ კვასხვაძე (ნოემბერი), სოლომონ კვირკველია (დეკემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (თებერვალი, 2018 წელი).
ახლა კი, მარტის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. გეტყვით, რომ ქართველებისთვის თვე საკმაოდ წარმატებული გამოდგა და რვა კანდიდატი გვყავს. ჩვენი არჩევანი ასეთია და მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელს "თქვენ ირჩევთ"...
ვაკო ყაზაიშვილი (“სან ხოსე”, აშშ) – მეტად ნაყოფიერი თვე ჰქონდა ვაკო ყაზაიშვილს. 25 წლის შემტევმა მარტში 4 მატჩი ჩაატარა და მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია! “მინესოტა”, “კანზას სიტი”, ლიტვა და ბოლოს ესტონეთთან (გოლი შედევრი). გარდა ამისა, ვაკოს ანგარიშზე ორი საგოლე პასიცაა (“მინესოტასთან). ერთხელ კი, MLS-ის ტურის სიმბოლურშიც მოხვდა. მოკლედ, 4 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე გადაცემა – დიდებული მონაგარია ერთი თვის კვალობაზე.
გიორგი ჩაკვეტაძე (“გენტი”, ბელგია) – გასული თვის გამარჯვებული ისევ ნომინანტებს შორისაა. და მაინც, ეს უფრო ავანსად, რადგან მარტში გიორგი გამორჩეული არ ყოფილა თუ სანაკრებო მატჩს არ ჩავთვლით. დიახ, სწორედ ლიტვასთან ჩატერებული ჩინებული სანაკრებო დებიუტით მოხვდა ჩვენს რჩეულებში. ჩაკვეტაძემ გასულ თვეში ჯამში სამჯერ ითამაშა და ლიტვასთან ლამაზი გოლით გამოიჩინა თავი.
ვაკო გვილია (“ლუცერნი”, შვეიცარია) – მარტში გამორჩეული გახლდათ ვაკო გვილია. 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ თვეში ოთხი თამაში ჩაატარა (სამი კლუბში, ერთი ნაკრებში). ვაკო “ბაზელთან” გამარჯვების გოლით გამოირჩა. გარდა ამისა, ორჯერ საგოლე პასიც მიითვალა (“სიონთან” და ლიტვასთან), ორჯერაც შვეიცარიის სუპერლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა.
გიორგი ქვილითაია (“რაპიდი”, ავსტრია) – გიორგი ქვილითაიამ მარტში 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. სამივე “რაპიდის” რიგებში “ვოლფსბერგერთან” მიითვალა, როდესაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამავე შეხვედრაში გიორგი ავტოგოლიც გაიტანა. საქართველოს ნაკრებში კი, ლიტვასთან მოპოვებული პენალტით გამოირჩა და მორე გოლი მეტოქემ სწორედ მასთან ჭიდილში გაიტანა საკუთარ კარში.
გიორგი პაპუნაშვილი (“სარაგოსა”, ესპანეთი) – გიორგი პაპუნაშვილი ჩვენი გამოკითხვის დებიუტანტია. პაპუნაშვილმა მარტში ოთხჯერ ითამაშა (ორჯერ “სარაგოსაში”, ორჯერ ნაკრებში). მიუხედავად ამისა, ორი გოლით და საგოლე პასით გამოირჩა. ეს სულაც არაა ურიგო მონაგარი. გოლები “ლორკას” და ლიტვის ნაკრებს გაუტანა.
ლაშა დვალი (“პოგონი”, პოლონეთი) – ლაშა დვალს ეროვნულ ნაკრებში დიდი დრო არ დასთმობია და ორივე სპარინგში ოდენ შეცვლაზე ითამაშა, მაგრამ გუნდში გამორჩეული თვე ჰქონდა. “პოგონის” რიგებში მარტში სამჯერ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. დუბლი გაიფორმა “ტერმალიცასთან”. გარდა ამისა, პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში ორჯერ მოხვდა.
ოთარ კაკაბაძე (“ხიმნასტიკი”, ესპანეთი) – ოთარ კაკაბაძემ ეროვნულ ნაკრებში ორი დამაჯერებელი შეხვედრა ჩაატარა. დაცვაშიც მაღალ დონეზე გაისარჯა და შეტევებშიც ხშირად, თანაც აქტიურად ერთვებოდა. დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო “კორდობასთან” მატჩში, როდესაც ლამის მთელი გუნდი მოატყუა და გოლიც გაიტანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა არ ჩაუთვალა.
გიორგი მერებაშვილი (“ვისლა”, პოლონეთი) – მერებაშვილმა საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა, მაგრამ ჩვენს გამოკითხვაში კლუბში ნაჩვენები თამაშის გამო მოხვდა. 31 წლის ქართველმა შემტევმა ექსტრაკლასაში მარტში სამჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 1 პენალტი გამოიმუშავა. გიორგიმ “ტერმალიცას” გაუტანა გამარჯვების გოლი, მერე “კორონას” კარიც დალაშქრა და ბოლოს “სლასკთან” თერთმეტმეტრიანი მოინადირა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა სიფათი აქვს ტუღუშს ხო უყურებ, ეგ საიდან იცისო ფიქრობს
DDDDDDDDDDDDDDDDD
ტუღუში კი არ აძლევს რჩევას ფაჩულია, არამედ პირიქით
კაი რა ყველა გუნდს აკლია მოთამაშეები.
მე არ მესმის თავის გასამართლებლად იმის ძახილი სამი წამყვანი კალათბურთელი ტრამვირებული გვყავსო (ვუსურვებ ბიჭებს მალე გამოჯამრთელებას), იმიტომ ხარ ფედერაცია და მწვრთნელთა საბჭო, რომ წინასწარ შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები მიიღო. მითუმეტეს გვაქვს წინა ორი ევროპის ჩემპიონატის გამოცდილება ამხრივ.
საქართველოს ნაკრების უეჭველად 10 და რაც შეიძლება მეტი ქულით მოგებას ვუსურვებ ყველა გულშემატკივარს,ლომებო მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა,გაიხარეთ და გაგვახარეეეთ.
ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ თორე დაგვერხა და ეგ არი
შერმადინის ფოტო არ გქონდათ, ფოტო და სათაური, რომ დაგემთხვიათ ერთმანეთისთვის. ჟურნალისტკის ანბანია.
უნდა გავავსოთ სასახლე.
კი, ავიტანოთ უჰაერობა 2 საათით
უნდა მოვიგოთ მორჩა სახლის ფაქტორი გამოსაყენებელია წინ საქართველო ჯერ ითამაშონ და კრიტიკა შემდეგ
მაგიტომ არ ვართ ეს ბოლო კვირებია გულგახეთქილები, რომ ბიჭები გადაიღლებიან და კონცენტრაციას დაკარგავენთქო, მაგრამ იმედია ბიჭები თავს გადაახტებიან და როგორმე გავაღწევთ ევროპაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული კალათბურთი ღრმა კრიზისში შევა, საიდანაც ღმერთმა იცის როდის გამოვალთ.
ბიჭების და ღვთის შეწევნით იმედი მაქვს ამ რუბიკონს გადავახტებით, მაგრამ წარმატების შემთხვევაშიც განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ და გულშემატკივარმა მოვითხოვოთ ყველა იმ ზომის გატარება, რომ ასეთ სავალალო დღეში აღარასოდეს აღმოვჩნდეთ.
მე რაც დავინახე ტუღუში უსმენს ზაზას.
კოკოშკოვს ასწავლონ აეროპორტის გზა.ან მიაცილონ იქამდე.
დავი
წარმატებენი ბიჭEბო,ჰუნგრეთს უნდა მოუგოთ
გაიხარეთ ბიჭებო.
მარტო თქვენი იმედი გვაქვს.
გაიმარჯვეთ ბიჭებო.
რა დაღლილი, გამოთაყვანებულ სიფათებია, დამაფიქრებელია.
ჭოჭუა ათამაშოს ხო შეიძლება რა ამ კოკოშკოვმა ლეჟავას ათამაშებს და მიშამ რით ვერ დაიმსახურა
ნახეთ ტო ტუღუში თურმე დარიგებებსაც იძლევა და თან ფაჩულიას ძლევს დარიგებას 8 საოცრება DDD
ტუღუში რჩევა დარიგებას აძლევს პაჩულიას ისტორიული კადრია.DD
დასანანია