საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” ლიდერობა დაიბრუნა. “ვეტერინარებმა” მეოთხე ტურში სტუმრად “თელავის” დამარცხება მოახერხეს. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 21-ე წუთზე შოთა დავლაშელიძემ გაიტანა.
დღეს, კიდევ ერთი მატჩი გაიმართა და ისიც მინიმალური ანგარიშით დასრულდა. ოღონდ, მასპინძელმა მოახერხა გამარჯვება. მარტვილში, “მერანმა” ქობულეთის “შუქურას” წინააღმდეგობა ნიკა მგელაძის გოლით დაძლია.
გუშინ ჩატარდა ორი მატჩი – “ცხინვალმა” “სამგურალს”, ხოლო “გაგრამ” “ნორჩი დინამოს” აჯობა – 1:0. როგორც ხედავთ, ეროვნული ლიგა 2-ის ოთხ მატჩში ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა და სულ რაღაც ოთხი გოლი გავიდა. მეოთხე ტურში კიდევ ერთი თამაშია ჩასატარებელი. ბათუმის “დინამო” “შევარდენს” დაუხვდება.
ლიდერი “ვიტ ჯორჯიაა” 10 ქულით, რომელსაც კვალში “გაგრა” (8 ქულა) და “მერანი” უდგანან (7 ქულა).
“თელავი” – “ვიტ ჯორჯია” 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 დავლაშელიძე (21)
“მერანი” – “შუქურა” 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მგელაძე (53)