ფეხბურთი

15:01 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტალიას ვერატი დააკლდება

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პსჟ-ს ნახევარმცველი მარკო ვერატი ტრავმის გამო იტალიის ეროვნულ ნაკრებს ნოემბრის თვეში გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.

ვერატიმ უკვე დატოვა "სკუადრა აძურას" საწვრთნელი ბაზა და საფრანგეთში გაფრინდა, რათა პარიზული კლუბის ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იყოს.

იტალიელები 16 ნოემბერს მილანში "სან სიროზე" ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დაუპირისპირდებიან, ხოლო ორ დღეში ალბანეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

0.114283