ათენის აეკ-ის კალათბურთელმა იანულის ლარენცაკისმა საკალთბურთო ჩემპიონთა ლიგის მატჩში ფრანგულ “სტრასბურთან” დიდებული ჩაჭრა მიითვალა. ბერძენმა ერთ-ერთ ეპიზოდში ისეთი რეფლექსები გამოავლინა, რომ ბარე-ორს შეშურდებოდა. მათ შორის, თვით ჯანლუიჯი ბუფონს.
საინტერესოა, რომ ჯიჯი აღნიშნულ ეპიზოდს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თქვა:
“მე ასეთი ბურთი არასდროს ამიღია. ყოჩაღ”, - დაწერა იტალიელმა.
ბუფონს გამოეხმაურა თავად ლარენცაკისი:
“ეს დიდი პატივია, როდესაც ბავშვბობის იდეალი აქებს შენს სახელს. ვაფასებ დიდ ლუიჯის და იმედი მაქვს, რომ აეკ-ი და “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ”, - წერს ბერძენი კალათბურთელი.