ძიუდო

14:34 | 30.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფინალი და ორი ოქროს შანსი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე გრან პრიზე, კაცებში, 60 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაუპირისპირდებიან. 66 კილოგრამში კი ოქროს მედლისთვის ვაჟა მარგველაშვილი იბრძოლებს. გადამწყვეტ ბრძოლაში მისი მეტოქე ბრაზილიელი დანიელ კარნინი იქნება.

ლაშა ჩადუნელი, თემურ ნოზაძე (ორივე 60 კგ) და ლაშა გიუნაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებენ ბრძოლას. რეპეშაჟის ფინალში ჩადუნელი რუს ალბერტ მონგუშს დაეჭიდება. ნოზაძე აზერბაიჯანელ ორუჯ ვალიზადას შეხვდება, ხოლო გიუნაშვილი – უზბეკ შახრამ ახადოვს.

60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრებს 4-4 მონაწილე ჰყავდა. დღესვე, ქალთა შორის მედლების სამი კომპლექტი გათამაშდება – 48, 52 და 57 კილოგრამებში. საქართველოს ქალთა ნაკრების სახელით კონკურენციაში 5 ძიუდოისტი ჩაება, მაგრამ საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი ყველამ დილის პროგრამაში დაკარგა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 16:00 საათზე დაიწყება. იქამდე ნახევარი საათით ადრე კი ტურნირის გახსნის ცერემონიალი გაიმართება.

0.227579