ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” მორიგი მარცხი იწვნია. ამჟამად “მეომრები” შინ “მილოუკთან” 107:116 დამარცხდა. რატომღაც სტივ კერიმ ზაზ ფაჩულია მარტო სამი წუთი ათამაშა, რა დროშიც ჩვენებურმა მხოლოდ ერთი მოხსნა გაახერხა.
“გოლდენ სტეიტს” ორი ტრავმირებული მოთამაშე კევინ დურანტი და დრეიმონ გრინი დაუბრუნდნენ, მაგრამ კევინმა მეორე პერიოდში მსაჯთან კამათისთვის ორი ტექნიკური მიიღო და პარკეტი დატოვა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას “ოქროს შტატელებმა” პირველი სამი პერიოდი წააგეს და მეოთხე მილოუკელებმა ფორმალობადღა აქციეს.
“გოლდენ სტეიტი” 54 მოგებით და 21 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა დამკვიდრებული. მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” გასვლაზე “საკრამენტოს დაუპირისპირდებიან. მატჩი 1 აპრილს თბილისის დროით 06:00 საათზეა ჩანიშნული.