ფეხბურთი

19:00 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ასამოამ "იუვენტუსს" "ინტერი" ამჯობინა

კვადვო ასამოა პრაქტიკულად “ინტერის” ფეხბურთელია. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველმა “იუვენტუსთან” კონტრაქტის განახლებაზე უარი განაცხადა და ზაფხულში “ინტერს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეთანხმება უკვე მიღწეულია – განელი “ნერაძურისთან” 3-წლიან კონტრაქტ გააფორმებს და მილანში უკვე სახლის ძიებაც დაიწყო.

კვადვო ასამოა “იუვენტუსის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს. ანტონიო კონტეს ფორმაციის გუნდში ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი მას ალექს სანდროს დუბლიორად მოიაზრებს. სავარაუდოდ, სწორედ მწირი სათამაშო პრაქტიკა გახდა “ინტერში” გადასვლის მიზეზი.

მიმდინარე სეზონში კვადვო ასამოამ "იუვენტუსის" რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 20 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.111159